სამოქალაქო განათლების საუკეთესო პედაგოგები დაჯილდოვნენ

სამოქალაქო განათლების საუკეთესო პედაგოგები, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა მერვე ფორუმის ეროვნულ გამოფენა- კონფერენციაზე დასახელდნენ. ღონისძიება 25 მაისს, თბილისში, საგამოფენო პავილიონში „ექსპოჯორჯია” გაიმართა.

განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორთან, ადამ შმიდტან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან და PH international–თან ერთად სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგები დააჯილდოვა.

იმერეთის რეგიონის წლის საუკეთესო მასწავლებელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის და ქუთისის სკოლა პროგრესის” სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაკა კაჭკაჭიშვილი გახდა. კლუბის საუკეთესო მეურვედ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ზვიად ნიქაბაძე დასახელდა. წლის წარმატებული მასწავლებელი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა მარღანია გახდა.

ღონისძიება პროგრამა „მომავლის თაობა” ფარგლებში გაიმართა. პროგრამას ორგანიზაცია PH international, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ახორციელებს.

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content