სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში „ლამპარი” წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სტუმრებს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია ნამიჭეიშვილი მიესალმა და იმ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რასაც მთელი წლის განმავლობაში ისინი ცენტრის ბენეფციარების მიმართ გამოხატავენ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების პროგრამის კოორდინატორმა სოფიო კუპატაძემ კი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

სტუმრების წინაშე პატარები საახალწლო პროგრამით წარსდგნენ.

ბავშების საახალწლო სურვილების ამხდენი კეთილი ფერიები, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ წარმომადგენლები იყვნენ, მათ ბავშვებს თოვლის ბაბუასთან ერთად საჩუქრები გადასცეს.

შემაჯამებელ ღონისძიებას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე დღის ცენტრის „ლამპარი” და მისი მეგობარი ორგანიზაციების მეგობრობის ისტორიები გამოიფინა.

გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
Skip to content