სამცხე–ჯავახეთში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა

ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა.

ფორუმის მიზანი ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციაა. სტუმრებს ლიკა კილაძე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, თემურ ჯალიაშვილი, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ წარმომადგენელი და მაკა ბერიძე, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მიესალმენ.

ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ოცი ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლებიც ეროვნული უმცირესობების დაცვის საკითხებზე, ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მათი ოჯახის წევრების გაძლიერებაზე, გენდერულ საკითხებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის მუშაობენ. ღონისძიების მიმდინარეობისას სტუმრებს შეეძლოთ ადგილზე გაცნობოდნენ მათ საქმიანობებს და მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია.

ფორუმის მიმდინარეობისას მონაწილეები ასევე გაეცნენ ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმას „დროის ბანკი“ და შეეძლოთ, მათი ინტერესების და უნარების გათვალისწინებით, ადგილზე შეერჩიათ აქტივობა, რომელშიც მოხალისოებრივად ჩაერთვებიან.

მოხალისეობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმის მოწვეულმა მომხსენებლებმა – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ლადო აფხაზავამ და ახალგაზრდა მწერალმა თათული ღვინიანიძემ.

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ორგანიზებულია დემოკრატ მესხთა კავშირის მიერ, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
2022  წლის 21 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის –
დღეს, კიდევ ერთი წარმატებული დასაქმების შესახებ გიამბობთ. 22 წლის ანანო გუმბერიძემ პროექტის შესახებ მეგობრისგან შეიტყო, ქუთაისის დასაქმების ცენტრში მივიდა და დასაქმების კონსულტანტებთან გასაუბრება გაიარა.
ვაკანსიის დასახელება: საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის პედაგოგი ვაკანსიის ადგილმდებარეობა: საგურამო მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გამოქვეყნების თარიღი:  2022
Skip to content