საპილოტე პროფესიული სასწავლებლების შერჩევა

არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა.

2023 წლიდან განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, Childfund Deutschland E.V, (გერმანია) პარტნიორობით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას და გაუმჯობესებას, სოციალური სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერებით და პროფესიული სწავლებით.

30 თვიანი პროექტი „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ საქართველოს ორ რეგიონში: იმერეთსა და შიდა ქართლში 2023 წლის ნოემბრიდან 2026 წლის ივნისამდე ხორციელდება.

 

პროექტის ამოცანები:

  • საქართველოს ორ საპილოტე რეგიონში, იმერეთსა და შიდა ქართლში ახალგაზრდების სამეწარმეო და ეკონომიკური უნარების გაფართოვება და გაძლიერება, პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტური სოციალური საწარმოების საგანმანათლებლო კონცეფციის დანერგვით.
  • იმერეთისა და შიდა ქართლის ოთხი პროფესიული სასწავლებლის სასწავლო გეგმაში სოციალური მეწარმეობის ინტეგრირება. მასწავლებელთა უნარების გაძლიერება ინოვაციური, პრაქტიკაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო კონცეფციით – სოციალური მეწარმეობის დამოუკიდებლად სწავლებისათვის და სტუდენტური სოციალური  საწარმოების გაძლიერებისათვის.
  • ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია და სოციალური მეწარმეობის ტრენინგ–კურსის განმავლობაში შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა.
  • იმერეთსა და შიდა ქართლში ახალი სტუდენტური სოციალური საწარმოების შექმნა, ადგილობრივთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის და ეროვნული სოციალური სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერებისთვის.

 

პროექტის სამიზნე ჯგუფები:

  • 4 საპილოტე პროფესიული სასწავლებლის მინიმუმ 120 სტუდენტი – თითოეული სასწავლებლიდან მინიმუმ 30 სტუდენტი (ძირითადად 16-დან 29 წლამდე) გაივლის ტრენინგ–კურსს სოციალური მეწარმეობის და ფინანსური წიგნიერების თემაზე, ისარგებლებს პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე შექმნილი ლაბორატორიით, მონაწილეობას მიიღებს სტუდენტური სოციალური საწარმოების მხარდაჭერის პროგრამაში, სოციალური ბიზნეს იდეების განვითარების და განხორციელებისთვის.
  • პროფესიული სასწავლებლების მინიმუმ 20 მასწავლებელი:
  • 8 მასწავლებელი, ოთხი საპილოტე პროფესიული სასწავლებლიდან (2 თითოეულიდან), გაივლის 5 დღიან (პირისპირ) ტრენინგს სოციალური მეწარმეობის და მისი სწავლების მეთოდების შესახებ. გადამზადებული მასწავლებლები ჩაატარებენ 4 თვიან ტრენინგებს პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის. დაეხმარებიან მათ სტუდენტური სოციალური საწარმოების შექმნაში.
  • 12 მასწავლებელი, არასაპოლოტე პროფესიული სასწავლებლებიდან, გაივლის 5 დღიან (3 დღე პირისპირ, 2 დღე ონლაინ) ტრენინგს სოციალური მეწარმეობის შესახებ, რომლებიც თავის მხრივ სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციის მიზნით ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის.
  • სამიზნე რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მინიმუმ 1500 მოსწავლე და 50 მასწავლებელი (25 მასწავლებელი და 750 მოსწავლე თითოეულ რეგიონში მე-8 და მე-9 კლასები,) ჩაერთვება საპილოტე პროფესიული სასწავლებელის მიერ პროფესიული განათლების სისტემის, სოციალური მეწარმეობის და სტუდენტების სოციალური ბიზნეს იდეების პოპულარიზაციის მიზნით მოწყობილ აქციებში, ღია კარის დღეებში.
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი, პროფესიული უნარების სააგენტო – პროფესიულ სასწავლებლებში სოციალური მეწარმეობის სასწავლო პროგრამის დანერგვის მხარდაჭერა.

 

პროექტის აქტივობები:

  • ოთხი საპილოტე პროფესიული სასწავლებლის შერჩევა იმერეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.
  • სოციალური მეწარმეობის სასწავლო პროგრამების განახლება EDEC-ის და Childfund-ის მასალებზე, სტუდენტური სოციალური საწარმოების გერმანულ და უკრაინულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სოციალური მეწარმეობის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. სოციალური მეწარმეობის სასწავლო მასალების მომზადება/ბეჭდვა.
  • სამუშაო შეხვედრების ორგანიზება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრთან და პროფესიული უნარების სააგენტოსთან პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდების და პროფესიულ სასწავლებლებში სოციალური მეწარმეობის სასწავლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.
  • 6 საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზება საპილოტე პროფესიულ სასწავლებლებთან ერთად სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციის და განათლების, კერძო სექტორის, მედიის, სამოქალაქო ორგანიზაციების, სამთავრობო ინსტიტუტებისა და ხელისუფლების (180 მონაწილე) წარმომადგელელთან თანამშრომლობის გაფართოების მიზნით. ძლიერი შიდა ქსელის შექმნა.
  • 5 დღიანი ტრენინგი (პირისპირ ფორმატში) სოციალური მეწარმეობის და მისი სწავლების მეთოდების შესახებ საპილოტე პროფესიული სასწავლებლის მასწავლებლების მონაწილეობით ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით.
  • 5 დღიანი ტრენინგი (3 დღე პირისპირ და 2 დღე ონლაინ) სოციალური მეწარმეობის შესახებ 12 არასაპილოტე პროფესიული სასწავლებლის 12 მასწავლებლის მონაწილეობით ქართველი ექსპერტების ჩართულობით და საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერით.
  • სტუდენტური სოციალური საწარმოების განვითარებისთვის, 4 საპილოტე პროფესიულ სასწავლებელში ლაბორატორიების შექმნა/ფუნქციონირება (თითოეული ლაბორატორიის შექმნისთვის პროექტით განსაზღვრულია 4500 EUR).
  • სოციალური მეწარმეობის შესახებ 4 თვიანი ტრენინგ–კურსი, 4 საპოლოტე პროფესიული სასწავლებლის 120 სტუდენტისთვის (ტრენინგებს ჩაატარებს საპილოტე პროფესიული სასწავლებლების წინასწარ გადამზადებული მასწავლებლები).
  • 10 საინფორმაციო ღონისძიება (აქცია, ღია კარის დღე) პროფესიული განათლების სისტემის, სოციალური მეწარმეობის და სტუდენტების სოციალური ბიზნეს იდეების პოპულარიზაციის მიზნით, იმერეთის და შიდა ქართლის რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 1500 მოსწავლის (25 მასწავლებელი და 750 მოსწავლე (მე-8 და მე-9 კლასები) თითოეულ რეგიონში) და 50 მასწავლებლის მონაწილეობით.
  • 24 საინფორმაციო შეხვედრა არასაპოლოტე პროფესიულ სასწავლებლებში, სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციის და სტუდენტური სოციალური საწარმოების შესახებ (საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებს 12 არასაპილოტე პროფესიული სასწავლებლის წინასწარ გადამზადებული 12 მასწავლებელი).
  • საინფორმაციო და სარეკლამო კამპანია – სტუდენტური სოციალური საწარმოების თემაზე ვიდეო–რგოლების გადაღება.
  • სტუდენტური სოციალური მეწარმეობის იდეების საგრანტო კონკურსი – მინიმუმ 10 სოციალური საწარმოს დაარსება. თითოეული საწარმოს საქმიანობაში პროექტის დასრულებამდე უნდა ჩაერთოს მინიმუმ 10 ადამიანი. (რეგიონიდან დაფინანსდება 5 იდეა თითოეული 3000 EUR ოდენობით).
  • დახურული საგრანტო კონკურსის გამოცხადება
  • საგრანტო კონკურსში გამარჯვებულთა გამოვლენა
  • სტუდენტური სოციალური საწარმოების დაფუძნება
  • ახლადშექმნილი სტუდენტური სოციალური საწარმოების მხარდაჭერა მენტორების და ექსპერტების ჩართულობით.
  • პროექტის შემაჯამებელი 2 ღონისძიება ქუთაისსა და გორში.

 

იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში თითოეული საპოლოტე პროფესიული სასწავლებელი შეირჩევა სპეციალური კომისიის მიერ.

საპილოტე პროფესიულ სასწავლებლებთან მუშაობის პერიოდი პროექტის ფარგლებში, 2024 წლის თებერვლიდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით განისაზღვრება.

 

საპილოტე პროფესიული სასწავლებლის საქმიანობის ჩარჩო:

  • სამუშაო, საინფორმაციო, საკონსულტაციო ღონისძიებებში მონაწილეობა, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან და პროფესიული უნარების სააგენტოსთან პროფესიულ სასწავლებლებში სოციალური მეწარმეობის სასწავლო პროგრამის დანერგვის მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობა.
  • სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციის, ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების და ძლიერი შიდა ქსელის შექმნის მიზნით, განათლების, კერძო სექტორის, მედიის, სამოქალაქო ორგანიზაციების, სამთავრობო ინსტიტუტებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით 3 საინფორმაციო შეხვედრაში ჩართულობა.
  • სოციალური მეწარმეობის და მისი სწავლების მეთოდების შესახებ 5 დღიან ტრენინგში (პირისპირ ფორმატში) მონაწილეობისათვის პროფესიული სასწავლებლის 2 მასწავლებლის წარდგენა და შერჩეული მასწავლებლების ტრენინგებზე დასწრების უზრუნველყოფა.
  • სოციალური მეწარმეობის შესახებ 12 არასაპილოტე კოლეჯის მასწავლებლებისთვის დაგეგმილ 5 დღიან ტრენინგში (3 დღე პირისპირ და 2 დღე ონლაინ) საპილოტე პროფესიული სასწავლებლის შერჩეული მასწავლებლების დასწრების უზრუნველყოფა.
  • სტუდენტური სოციალური საწარმოების განვითარებისთვის, პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე ლაბორატორიის შექმნა და ფუნქციონირება (ლაბორატორიის შექმნისთვის პროექტით განსაზღვრულია 4500 EUR).
  • სოციალური მეწარმეობის შესახებ 4 თვიანი ტრენინგ–კურსის ორგანიზება პროფესიული სასწავლებლის 30 სტუდენტისთვის (ტრენინგები ჩატარდება 15-15 მონაწილისთვის ზამთრის და გაზაფხულის სეზონზე); ტრენინგის მონაწილე სტუდენტების შერჩევა; პროფესიული სასწავლებლის წინასწარ გადამზადებული მასწავლებლების მიერ ტრენინგების ჩატარების უზრუნველყოფა.
  • მინიმუმ 3 საინფორმაციო ღონისძიების (აქცია, ღია კარის დღე) მოწყობა პროფესიული განათლების სისტემის, სოციალური მეწარმეობის და სტუდენტების სოციალური ბიზნეს იდეების პოპულარიზაციას მიზნით, რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის 375 მოსწავლის (მე-8 და მე-9 კლასები) და 13 მასწავლებლის მონაწილეობით.
  • საინფორმაციო და სარეკლამო კამპანიაში ჩართულობა – სტუდენტური სოციალური საწარმოების თემაზე ვიდეო–რგოლებში მონაწილეობა.
  • სტუდენტური სოციალური მეწარმეობის იდეებისთვის საგრანტო კონკურსის შესახებ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მათი კონკურსში მონაწილეობის ხელშეწყობა, ასევე დაარსებული საწარმოს განვითარებისათვის მენტორების ჩართულობის უზრუნველყოფა.
  • პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობა.

 

ტექნიკური დავალების არსი:

ეფექტიანი და მდგრადი შედეგების მისაღწევად, ასევე რეგიონულ დონეებზე გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის ხელშესაწყობად, პროექტი მიზნად ისახავს იმერეთის და შიდა ქართლის რეგიონებში საპილოტე პროფესიული სასწავლებლის შერჩევას, რომლებიც სოციალური მეწარმეობის სწავლების, პოპულარიზაციის მიზნით განახორციელებენ სხვადასხვა საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებებს, ჩაერთვებიან პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში.

წინამდებარე ტექნიკური დავალება განსაზღვრავს საპილოტე პროფესიული სასწავლებლების შესარჩევ კრიტერიუმებსა და პროცედურებს.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა დაფინანსდება EDEC-ის მიერ.

 

შერჩევის კრიტერიუმი

ზემოთხსენებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, პროფესიულმა სასწავლებელმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები და წარმოაჩინოს სათანადო კვალიფიკაცია:

 

. ფორმალური კრიტერიუმები (სავალდებულო)

საპილოტე პროფესიული სასწავლებლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ იმერეთსა და შიდა ქართლში მოქმედ პროფესიულ სასწავლებლებს.

 

კანდიდატი:

  • პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი − იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამები.
  • პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა საქმიანობდეს შესაბამის რეგიონში (იმერეთი, შიდა ქართლი).
  • ჰქონდეს მეწარმეობის/სოციალური მეწარმეობის სწავლების გამოცდილება.

 

. კვალიფიკაცია

  • გამოცდილება (მეწარმეობის/სოციალური მეწარმეობის სწავლება და/ან ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში/აქტივობებში ჩართულობა)
  • ადამიანური რესურსი (მეწარმეობის/სოციალური მასწავლებლების გამოცდილება, რაოდენობა)
  • პროფესიული განათლების, დასაქმების და თვითდასაქმების ხელშეწყობის სფეროში მუშაობის გამოცდილება (გარე წყაროებით დაფინანსებული პროექტების რაოდენობა და ხანგრძლივობა, მათ შორის მიმდინარე პროექტების რაოდენობა და ხანგრძლივობა)
  • მატერიალური ბაზა (სივრცე ტრენინგების ჩატარებისათვის და სოციალური სამეწარმეო ლაბორატირიისთვის ფუნქციონირებისათვის)
  • გარე კომუნიკაცია, თანამშრომლობა (გარე კომუნიკაციების მექანიზმები; თანამშრომლობა განათლების, კერძო სექტორის, მედიის, სამოქალაქო ორგანიზაციების, სამთავრობო ინსტიტუტებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ქსელური მუშაობა და წევრობა)
  • დაფარვის არეალი (რეგიონის ყველა სამიზნე მუნიციპალიტეტში მუშაობის გამოცდილება)

 

გ. დაინტერესებულმა პროფესიულმა სასწავლებლებმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია განაცხადის სახით, სადაც დაწვრილებით იქნება აღწერილი მისი ხედვა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

  • პროექტში „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ჩართულობის მოტივაცია;
  • სოციალური მეწარმეობის ტრენინგისთვის მასწავლებელთა შერჩევა და ტრენინგებში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • სოციალური მეწარმეობის ტრენინგისთვის სტუდენტთა შერჩევა და მათთვის ტრენინგების დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერა;
  • სოციალური მეწარმეობის ლაბორატორიის შექმნა და განვითარება;
  • პროფესიული სასწავლებლების სტუდენტთა მიერ შექმნილი სოციალური საწარმოების მხარდაჭერა;
  • პროექტის დასრულების შემდეგ მდგრადობის შენარჩუნება.

 

შერჩევის პროცედურა

საპილოტე პროფესიული სასწავლებლებს შეარჩევენ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენელთაგან და ექსპერტებისგან შემდგარი კომისია.

საპილოტე პროფესიული სასწავლებლები შეირჩევა ზემოთ ხსენებული კრიტერიუმის (ა,ბ) და განაცხადის (გ) საფუძველზე.

კომისიის წევრთა მხრიდან შერჩევის პროცესში საჭიროებისამებრ განხორციელდება ადგილზე ვიზიტი და/ან ონლაინ გასაუბრება.

 

ვადები

 

ცხრილი 1. ვადები

 

#საქმიანობის აღწერავადა
1კონკურსის შესახებ ინფორმაციის  გავრცელება სამიზნე რეგიონებში25 იანვარი – 5 თებერვალი, 2024
2სატელეფონო კონსულტაცია დაინტერესებული პროფესიული სასწავლებლებისათვის25 იანვარი – 5 თებერვალი, 2024 (10:00 საათიდან 18:00 საათამდე)

საკონტაქტო პირი: ნათია ნამიჭეიშვილი, პროექტის ხარისხის და მონიტორინგის კოორდინატორი

ტელეფონი: 598797479

3განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა5 თებერვალი, 2024
4საპილოტე პროფესიული სასწავლებლის შერჩევა9 თებერვალი, 2024
5კონტრაქტების გაფორმება15 თებერვალი, 2024

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდით:

ნათია ნამიჭეიშვილი

პროექტის ხარისხის და მონიტორინგის კოორდინატორი

ელ–ფოსტა: programs@edec.ge

ტელეფონი: +995 598797479

მისამართი:  პ. ინგოროყვას 64, ქუთაისი, საქართველო

 

განაცხადი

დაინტერესებულმა პროფესიულმა სასწავლებელმა უნდა წარმოადგინონ:

  • ორგანიზაციის საქმიანობისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაცია და განაცხადი დანართი #1.doc – ის შესაბამისად.

 

ყველა დოკუმენტი უნდა  გაიგზავნოს ქართულ ენაზე, ელექტრონულ მისამართზე admin@edec.ge  და ველში „subject“ მიეთითოს „საპილოტე პროფესიული სასწავლებელი-შესაბამისი რეგიონის სახელი“ (მაგ. „საპილოტე პროფესიული სასწავლებელი – იმერეთი).

 

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 5 თებერვალი, 18:00 სთ.

ფესიული პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, კოლეჯ კონსტრუქტ2ში საგანმანათლებლო პროგრამების ღია კარის დღე მოეწყო. ღონისძიებას 200-მდე ზესტაფონისა და ხარაგაულის სკოლის მოსწავლე დაესწრო, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ამომწურავ
„პროექტის განხორციელება პირველ რიგში დაგვეხმარება, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას ავუმაღლოთ ცნობიერება მოხალისეთა უფლება-მოვალეობების შესახებ და ამით უზრუნველვყოთ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზნების განხორციელება.  გარდა
2024 წლის 26 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აჭარის რეგიონული
Skip to content