საქართველოზე შეყვარებული ლიეტუველი მოხალისის წარმატების ისტორია

,,EDEC-ში გატარებული დრო არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შემიძლია წარმატებულად შევასრულო ახალი მოვალეობები და თავდაჯერებულად შევხვდე ყველა ახალ გამოწვევას“ – ЕDEC-ში მიღებულ გამოცდილებაზე და საქართველოში ცხოვრების ოცნებაზე 26 წლის მოხალისე ვიქტორია ვალენტაიტე ახლა უკვე თბილისიდან გვიყვება.

ვიქტორია ლიეტუვის ქალაქ კაუნასიდანაა, მშობლიურ ქალაქში მიიღო განათლება, საერთაშორისო პოლიტიკის ბაკალავრია და ამ მიმართულებით საკუთარ ქვეყანაში არაერთ ადგილას უმუშავია. საქართველოში რვაჯერ მოგზაურობამ ეს ქვეყანა ისე შეაყვარა, საკუთარი მომავალი აქაურობას დაუკავშირა და ოცნების ახდენაზე დაიწყო ყველა შესაძლებლობის განხილვა.

,,პანდემიის მიუხედავად, აქტიურად დავიწყე გზების ძებნა, თუ როგორ ამეხდინა ჩემი ოცნება და გადმოვსულიყავი საქართველოში საცხოვრებლად. ასე აღმოვაჩინე EDEC-იც. უფრო სიღრმისეული დათვალიერების შემდეგ მივხვდი, რომ ამ ორგანიზაციის საქმიანობა შეესაბამება როგორც ჩემს განათლებას, ასევე სხვა ინტერესებს. გავიზარდე ოჯახში, სადაც განათლების საკითხები მუდმივად აქტუალურად განიხილებოდა სახლში, ამიტომ ვიცი, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხიან, მრავალფეროვან განათლებას ადამიანის ცხოვრებაში, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ სფეროში, ფიზიკური მდგომარეობის, ეროვნებისა თუ სხვა ფაქტორების მიუხედავად. ასევე, როგორც პოლიტიკის ბაკალავრს, გამიხარდა, რომ ორგანიზაცია ქმნის სხვადასხვა საშუალებას ახალგაზრდებისთვის, რომ ჩაერთონ სამოქალაქო ცხოვრებაში, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ დავკავშირებოდი ორგანიზაციას სადაც მომეცა შესაძლებლობა ვყოფილიყავი ზუსტად ამ ორგანიზაციის ნაწილი’’ – ამბობს ვიქტორია.

ვიქტორია EDEC–ში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდა. აქტიურად იყო ჩართული პროექტების განხორციელების პროცესში, მონაწილეობდა  სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებთან შეხვედრებში და პრეზენტაციებში, ფოკუს-ჯგუფების ორგანიზებაში, პროექტის წერის პროცესში და სხვადასხვა აქტივობების შესრულებაში. როგორც თავად გვიყვება, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო მისთვის და რაც მთავარია, ეს იყო მისი პირველი მოხალისეობრივი გამოცდილება:

,,ვიცი, რომ არიან ადამიანები, რომელთაც არ ესმით, თუ რატომ უნდა იმუშავო უბრალოდ სურვილით, ფულადი ანაზღაურების გარეშე, მაგრამ ვთვლი, რომ ზოგჯერ სხვა ფორმის ანაზღაურებაც ძალიან მნიშვნელოვანია – ეს არის გამოცდილება, პიროვნული და პროფესიული განვითარება, ახალი ნაცნობები, ახალი უნარების შეძენა და უკვე არსებულის განვითარება და ბევრი სხვა რამ. ალბათ ზუსტად ეს მომწონდა ყველაზე მეტად – მრავალფეროვან გარემოში ყოფნა და უამრავი შესაძლებლობები პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის.“

მეგობრულ ქართულ გარემოში მუშაობამ ქართული ენის სრულყოფილად დაუფლების შესაძლებლობა მისცა, რაც ძალიან ეხმარება დღესაც. საქართველოზე მეოცნებე ვიქტორია დღეს ქ. თბილისში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოში კონსულის დამხმარედ მუშაობს.

,,ვფიქრობ, რომ იმისათვის რომ ადამიანი განვითარდეს, ზოგჯერ კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეს, არ ეშინოდეს ახალ გამოწვევებს და არ გაურბოდეს შესაძლებლობებს. მხოლოდ ესაა მუდმივი განვითარების პროცესის მთავარი ხიბლი.“

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ვორქშოფი გამართა თემაზე „ახალგაზრდული საქმიანობის ფუნქცია, როლი და სარგებელი მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების პროცესში“,  რომლის მიზანს
ელისო თეიმურაზიშვილი ამჟამად საქართველოს ფოსტაში სერვის ცენტრის გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ ადამიანები ხშირად, ერთ ადგილას ყოფნას ვეჩვევით. წინ წასვლის დიდი სურვილი გვაქვს, მაგრამ გვეშინია.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), რეგიონულ ჰაბ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით,  ზუგდიდის, ბათუმის, ლანჩხუთის, ბოლნისის და ბაღდათის  ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ვორკშოფები
Skip to content