საქართველოს 10 რეგიონში მოხალისეობის ფორუმები გაიმართა

5-22 ივნისის განმავლობაში, პროექტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რეგიონულმა ჰაბებმა საქართველოს 10 რეგიონში მოხალისეობის ფორუმები გამართეს.

მოხალისეობის ფორუმების მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციებს ცნობადობის ამაღლებაში, საზოგადოებრივ ჯგუფებთან კომუნიკაციის გაღრმავებასა და მოხალისეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებთან მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებაში.

ფორუმების განმავლობაში, სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი საქმიანობა ფართო აუდიტორიისათვის გაეცნოთ და თავიანთი მოხალისეობის პროგრამები უშუალოდ შეეთავაზებინათ დაინტერესებული ადამიანებისათვის.

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI),ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content