საჩუქარები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების ბენეფიციარებს

„თოვლის ბაბუამ მინდა ბევრი საჩუქრები მომიტანოს…“

„ძალიან მიყვარხარ თოვლის ბაბუ…“

„თოვლის ბაბუ ძალიან მიყვარს საჩუქრები და ახალი წელი, გთხოვ, მომიტანე სათამაშო მანქანა და ტკბილეული…“

„მე წერა არ შემიძლია და ჩემს სურვილს ჩემი ძმა წერს, მიყვარს პრანჭვა და თავის მოვლა, ამიტომ თავის მოვლის საშუალებებს ველი შენგან…“

ამ წერილების ავტორები განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ ადმინისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების ბენეფიციარები არიან. უკვე ტრადიციად იქცა, მათთვის საახალწლო სურვილების ასრულება, რომელშიც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები და ორგანიზაციები გვეხმარებიან და ისინი ხდებიან ბავშვების დღესასწაულის მონაწილეები.

მარის, საბას, გიორგის, ლუკას, ეკას და კიდევ 70 ბენეფიციარს თოვლის ბაბუისთვის მიწერილი საახალწლო სურვილები მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ „ლაზიკა კაპიტალი“, ქუთაისის უნივერსიტეტმა, შპს „My Office“, ფონდმა „ავერსი“, სს „გეფა“ და ზედაზენმა აუსრულა.

ყველა საჩუქარი უკვე მიუვიდა ადრესატს. ჩვენ შევძელით ერთად მათი საახალწლო განწყობის შექმნა და გვჯერა, რომ სანამ დედამიწას სიკეთე და სიყვარული ატრიალებს, ეს წერილები ყოველთვის იპოვნიან ადრესატებს და ჩვენს ბავშვებსაც სურვილები ყოველთვის აუსრულდებათ!

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content