საჩხერეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების შესახებ საჩხერეში მრგვალი მაგიდა გამართა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) 1 აგვისტოს, საჩხერეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების შესახებ მრგვალი მაგიდა გამართა.

მრგვალი მაგიდის ფორმატში მომხსენებლებმა საჭიროებებზე დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების და მათი გადაჭრის გზების შესახებ იმსჯელეს.

პროექტისა და დისკუსიის თემა მონაწილეებს ნათია ნამიჭეიშვილმა, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) აღმასრულებელმა დირექტრომა წარუდგინა. მრგვალი მაგიდის მონაწილეებს ბენიამენ ფალავანდიშვილი, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი მიესალმა. დისკუსიას ASB საქართველოს წარმომადგენელი თეონა ჯულუხაძე ესწრებოდა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გიგა სოფრომაძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფის შესახებ ისაუბრა. მან ასევე წარადგინა ის მხარდამჭერი სერვისები, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შეიმუშავა.

მრგვალ მაგიდას საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სათათბირო ორგანოს (საბჭოს) წევრები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

მრგვალი მაგიდა ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართება. პროექტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), მის პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.

მოხალისეობის კვირეულის ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ინიციატივას – მთელი კვირის განმავლობაში ახალგაზრდების ჩართულობით განხორციელდეს  გარემოზე ზრუნვის სიმბოლური  აქტივობები, ამჯერად  ქუთაისის შშმ
2022 წლის 5 დეკემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქ. ქუთაისში გამოფენა გამართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდები (უფროსკლასელები,
2 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის” ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ღონისძიების მიზანი
Skip to content