პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – ჩემი მომავლის მმართველი“ 12 მონაწილე გერმანიაში, ქალაქ ბოხუმში ერთკვირიანი (22–26 ივლისი) სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა.
სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო გერმანიის მაგალითზე დაყრდნობით სახლის მმართველის სასწავლო მოდულების შექმნა, რომლებიც საქართველოში არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში დაინერგება.
სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს ტრენინგები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და უძრავი ქონების ევროპის საგანმანათლებლო ცენტრის“ (EBZ) აკადემიის ტრენერებმა ჩაუტარეს. მონაწილეები სახლის მმართველის ფუნქცია მოვალეობებს გაეცნენ, მიიღეს ინფორმაცია მშენებლობის უსაფრთხოების, წყალგაყვანილობის, სასმელი წყლის რეგულაციების შესახებ, ასევე გაეცნენ სწავლების თანამედროვე მეთოდებს, EBZ –ის კამპუსს და ტექნიკური ინსტრუქციებიც მიიღეს.
სასწავლო ვიზიტში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC), სამშენებლო კოლეჯის „კონსტრუქტ 2“, დეველოპერული კომპანიის „m2”, ,,აჭარის დასაქმების სააგენტოს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დევნილთა განყოფილების და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთი“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პროექტს „ჩემი სახლის მმართველი – ჩემი მომავლის მმართველი“ ახორცილებს „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), „ევროპის საგანმანათლებლო ცენტრი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და უძრავი ქონებისთვის” (EBZ), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.