საჯარო გამოსვლებისა და დებატების ტექნიკების შემაჯამებელი ტურნირი გაიმართა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) 17 თებერვალს 4-თვიანი საგანმანათლებლო პროგრამის „საჯარო გამოსვლებისა და დებატების ტექნიკები” მონაწილეებს შორის ფინალური ტურნირი გამართა.

კარლ პოპერის დებატების (ფასეულობათა ფორმატი) კურსდამთავრებულებმა სწავლების 12 წლიანი ხანგრძლივობის შესახებ იდებატეს. ტურნირში გუნდმა „ერუდიტები“ გაიმარჯვა. გუნდის მონაწილეები არიან –– თეკლა სართანია, ზურაბ რიაბუხა, იოანე მეფარიშვილი

გამარჯვებული გუნდის გარდა, გამოვლინდნენ ტურნირის Top Speaker–ები:

  1. პირველი ადგილი – მარი კვანტალიანი
  2. მეორე ადგილი – თეკლა სართანია
  3. მესამე ადგილი –იოანე მეფარიშვილი

გამარჯვებულებს სერტიფიკატები და პრიზები გადაეცათ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content