საჯარო გამოსვლებისა და დებატების ტექნიკების შემაჯამებელი ტურნირი გაიმართა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) 3 მარტს 4-თვიანი საგანმანათლებლო პროგრამის „საჯარო გამოსვლებისა და დებატების ტექნიკები” მონაწილეებს შორის ფინალური ტურნირი გამართა.

კარლ პოპერის დებატების კურსდამთავრებულებმა „გარემოს დაცვა და ეკონომიკური განვითარება“ და „საარჩევნო სისტემების” შესახებ იდებატეს. ტურნირში გუნდმა „ომოიკანე” გაიმარჯვა. გუნდის წევრები არიან – ქეთევან ინასარიძე, გვანცა ერემეიშვილი, ანი ხაჭაპურიძე.

ტურნირის ფარგლებში ასევე გამოვლინდა კარლ პოპერის დებატების (პოლიტიკური ფორმატი) გამარჯვებული. გუნდი „დიდოსტატის მარცხენას” წევრები არიან – თენგო სვანიძე, ჯუბა მელაძე, ვასო ადეიშვილი.

გამარჯვებული გუნდების გარდა, გამოვლინდნენ ტურნირის Top Speaker–ები:

პირველი ადგილი – ანი ხაჭაპურიძე

მეორე ადგილი – მარიამ კუხიანიძე

მესამე ადგილი – ანი ჩხარტიშვილი

მეოთხე ადგილი – თაკო გურაბანიძე

მეხუთე ადგილი – მარიამ ხეცურიანი

მეექვსე ადგილი – ნინო ტურაბელიძე

მეშვიდე ადგილი – კახი კანკაძე

მეშვიდე ადგილი – გიორგი ხურციძე

ტურნირის Top Speaker–ები (პოლიტიკური ფორმატი)

პირველი ადგილი – ანეტი ჭყოიძე

მეორე ადგილი – დათო გელაშვილი

მესამე ადგილი – ვასო ადეიშვილი

მესამე ადგილი – თენგო სვანიძე

გამარჯვებულებს სერტიფიკატები და პრიზები გადაეცათ.

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content