1 ოქტომბერს, ქუთაისში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო გამოსვლებისა და დებატების ტექნიკების VI პოლიტიკურმა სკოლამ სტარტი აიღო.
4 თვიანი კურსი, VI–XI კლასის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს შეისწავლონ დებატების პოლიტიკური ფორმატი, გამოიმუშაონ ანალიტიკური და სწრაფი აზროვნების უნარი, ჩაერთონ სხვადასხვა კონკურსებში, სასწავლო ვიზიტებსა და შეხვედრებში.
კურსი წარმოადგენს შემდეგ საფეხურს კარლ პოპერის ფორმატის დებატებისა, რომელიც მონაწილეებმა რამდენიმე თვის წინ წარმატებით დაასრულეს.