სოფელ ბაშის საჯარო სკოლაში საარჩევნო ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მაია ბაკურაძემ და ნიკა ჭეიშვილმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშის საჯარო სკოლაში გამართეს ახალგაზრდა ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: არჩევნების არსი; არჩევითი ორგანოები საქართველოში (საარჩევნო სისტემის ძირითადი სიახლეები საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის); დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრინციპები; ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა და საარჩევნო უფლების რეალიზება; დეზინფორმაციის პრევენცია არჩევნებში – საარჩევნო ადმინისტრაციასა და მოქალაქეებს შორის ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო არხები.

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან პარტნიორობის ფარგლებში გადამზადებული ახალგაზრდები, ახალგაზრდა ამომრჩეველს აწოდებენ ინფორმაციას არჩევნებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

შეხვედრა ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

1 ოქტომბერს, ქუთაისში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო გამოსვლებისა და დებატების ტექნიკების VI პოლიტიკურმა სკოლამ სტარტი აიღო. 4 თვიანი
თუ ხარ 16-29 წლამდე; ღია ხარ სიახლეებისთვის; მზად ხარ დახმარებისთვის; გაქვს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის სურვილი; დაინტერესებული ხარ კარიერის შექმნით მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა! განათლების
ვაკანსიის დასახელება: ოფის – მენეჯერი მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი სამუშაო ადგილი: ქუთაისი სამუშაო საათები: 09:00 -18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) გამოქვეყნების თარიღი:  2022 წლის 28 სექტემბერი განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 10
Skip to content