სოფელ დიმის საჯარო სკოლაში საარჩევნო ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მაია ბაკურაძემ და ნიკა ჭეიშვილმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის საჯარო სკოლაში გამართეს ახალგაზრდა ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: არჩევნების არსი; არჩევითი ორგანოები საქართველოში (საარჩევნო სისტემის ძირითადი სიახლეები საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის); დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრინციპები; ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა და საარჩევნო უფლების რეალიზება; დეზინფორმაციის პრევენცია არჩევნებში – საარჩევნო ადმინისტრაციასა და მოქალაქეებს შორის ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო არხები.

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან პარტნიორობის ფარგლებში გადამზადებული ახალგაზრდები, ახალგაზრდა ამომრჩეველს აწოდებენ ინფორმაციას არჩევნებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

შეხვედრა ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), რეგიონულ ჰაბ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით,  ზუგდიდის, ბათუმის, ლანჩხუთის, ბოლნისის და ბაღდათის  ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ვორკშოფები
20-21 იანვარს, ქალაქ ფოთში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს წარმომადგენლებისთვის თემაზე: ,,მეწარმის ხედვიდან მცირე სტრატეგიამდე“ ტრენინგი გამართა. ტრენინგის
„თუ სურვილია შესაძლებლობაც ჩნდება. იმოქმედეთ, იბრძოლეთ და რაც მთავარია შემოიკრიბეთ ირგვლივ ადამიანები, რომლებიც დაგაჯერებენ რომ ყველაფერი გამოგივა“ ნინო ციბაძე ამჟამად კლინიკაში რეგისტრატორის პოზიციაზე მუშაობს.
Skip to content