სოფელ ილემის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან თანამშრომლობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა პროგრამის  მომავლის თაობა“ მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის განხორციელებისას დაიწყო.

ამ თანამშრომლობის შედეგად სოფელში არსებული ნაგავსაყრელები ნაგვის ურნებმა ჩაანაცვლა და დაინერგა დასუფთავების სერვისი.

მეორე ეტაპზე კლუბის ადვოკატირების შედეგად სკოლამდე მისასვლელი გზა მოწესრიგდა და განთავსდა საგზაო ბანერი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლამდე მისასვლელ ხიდს.

31 ოქტომბერს სოფელ ილემის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „ედელვაისის“ წევრების მიერ, სკოლის ადმინისტრაციასთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით სკოლის მიმდებარედ სიჩქარის შემზღუდველი საგზაო ნიშანი დაიდგა. უშუალოდ მოსწავლეების მიერ დაიხაზა ზებრა გადასასვლელი.

ფლორა ჯიქურიძე: ჩვენი კლუბის მუშაობის რეალურ შედეგებს, რომ ვხედავთ, ყველაზე უფრო ეს გვახარებს. თანამშრომლობით ბევრის მიღწევაა შესაძლებელი და ამის მაგალითი ჩვენს მიერ განხორციელებული ინიციატივებია.”

სამოქალაქო განათლების პროგრამა მომავლის თაობა” ხორციელდება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International- ის მიერ. იმერეთში პროგრამას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახორციელებს.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content