ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა გურამ ვაშაყმაძემ და თამუნა ქიმაძემ სოფელ მაღლაკში, პედაგოგებისა და მშობლებისთვის ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „ევროკავშირი და საქართველო”.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენს ევროპული ფასეულობების, დასავლური ღირებულებების და საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ მასწავლებლებისა და მშობლების ცნობიერების ამაღლება.
მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე იმ შესაძლებლობებისა და სარგებლის შესახებ, რაც ევროინტეგრაციის პროცესს ქვეყნისთვის მოაქვს.
შეხვედრა ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).