სოფელ მაღლაკში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა გურამ ვაშაყმაძემ და თამუნა ქიმაძემ სოფელ მაღლაკში, პედაგოგებისა და მშობლებისთვის ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა თემაზე ევროკავშირი და საქართველო”.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენს ევროპული ფასეულობების, დასავლური ღირებულებების და საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ მასწავლებლებისა და მშობლების ცნობიერების ამაღლება.

მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე იმ შესაძლებლობებისა და სარგებლის შესახებ, რაც ევროინტეგრაციის პროცესს ქვეყნისთვის მოაქვს.

შეხვედრა ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content