თანასწორგანმანათლებელთა ტრენიგნ–კურსის მონაწილემ შიდა ქართლის რეგიონიდან, სოფო დაჰკოშვილმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა. შეხვედრები ჩატარდა ისეთ მნიშნელოვან თემებზე, როგორებიცაა ადამიანის და ბავშვთა უფლებები და ტოლერანტობა.
შეხვედრები პროექტის „დევნილთა უფლებების დაცვა COVID – 19 კრიზისის დროს საქართველოში“ ფარგლებში ტარდება, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ახორციელებს.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს ჩაერთონ COVID – 19 პანდემიის შედეგად თავიანთ თემში შექმნილი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაში.