სოფიო ჭითანავა – სამეწარმეო სკოლის კურსდამთავრებული

სოფიო ჭითანავა სამეწარმეო სკოლის კურსდამთავრებულია. სამეგრელოში
საკუთარ საყვავილე მეურნეობას მონდომებით ავითარებს და დიდი მიზნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ
მიიწევს.

სოფიო ჭითანავა: ,,კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა პროექტისგან,
რომელიც როგორც ახალგაზრდა მეწარმემ მივიღე. მენტორის სერვისი იყო. რომელმაც ჩემი საყვავილე
მეურნეობის განვითარებისთვის საუკეთესო პრაქტიკული რჩევები მომცა, მასწავლა ჯიშების
შერჩევის, კულტივაციასა და დაავადებებთან  ბრძოლის,
ასევე კულტივაციის განსხვავებული მეთოდები.“

მენტორობის პროგრამა პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის
– ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და
უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული
ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური
მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში
მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების,
დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ
რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების
ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
Skip to content