სოციალური ინკლუზიის ცენტრში სამუშაო შეხვედრა მოეწყო

2023 წლის 20 ივნისს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, სოციალური ინკლუზიის ცენტრში პროექტის: პროექტის „სოციალური ინკლუზიის ცენტრი ბაღდათის მუნიციპალიტეტში – ახალი პერსპექტივები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოს სოფლებში“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო მოწვეული სტუმრებისთვის პროექტის შედეგებისა და სამომავლო გეგმების გაცნობა  

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლები, ბაღდათის სოციალური ინკლუზიის ცენტრის სპეციალისტები და საერთაშორისო ორგანიზაციის „პური მსოფლიოსთვის’’ (Brot für die Welt) წარმომადგენლები, რათა ადგილზე გაეცნობოდნენ იმ სამუშაოებს და შედეგებს რაც პროექტის ფარგლებში იყო დადგეგმილი. 

შეხვედრა გაიმართა პროექტის:„სოციალური ინკლუზიის ცენტრი ბაღდათის მუნიციპალიტეტში – ახალი პერსპექტივები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოს სოფლებში“ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის „პური მსოფლიოსთვის’’ (Brot für die Welt) მიერ და მას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს. 

2023 წლის სექტემბრიდან, სოციალური ინკლუზიის ცენტრი, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებს 6–დან 18 წლამდე 30 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს გააერთიანებს.  

ცენტრის მომსახურება ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის საჭიროებებზე დაფუძნებული პროგრამების შეთავაზებას, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას, ბენეფიციართა საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას, შშმ ბავშვთა ინკლუზიური განათლებაში ჩართვის ხელშეწყობას, ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ორგანიზებას და ორჯერად კვებას. 

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content