სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებისთვის 3-დღიანი ტრენინგი გაიმართა

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების სერვისების თემაზე 3-დღიანი ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგის მონაწილეები განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ შექმნილ დასაქმების მოდელს გაეცნენ, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური უნარების შესაბამისი დასაქმების სერვისების განვითარებასა და დახვეწას. მოცემულ მოდელს, პროექტის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო გადაიბარებს.

ტრენინგი სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს მნიშვნელოვნად დაეხმარებათ ეფექტიანად განახორციელონ  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშემწყობი საქმიანობა.

ტრენინგების ციკლი ორგანიზებულია პროექტის “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება” (EEAL) ფარგლებში, რომელსაც ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content