განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში შეფასდა 5 სტუდენტი, რომლებმაც სტაჟირება ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში „ჯადოსნური სამყარო“ გაიარა.
სტაჟირებას როგორც ბაკალავრის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე მყოფი პედაგოგიურისა და ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები გადიოდნენ. სტაჟირების მიზანია მოამზადოს დღის ცენტრების სპეციალური პედაგოგი, რომელიც უპასუხებს საერთაშორისო სტანდარტების, თანამედროვე მოთხოვნებს, იქნება მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი.
შეფასებაში უწყვეტი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ნატო ქობულაძე, №32 საჯარო სკოლის ფსიქოლოგი ირმა წულაია და დღის ცენტრების პროგრამის კოორდინატორი სოფიო კუპატაძე მონაწილეობდნენ.
სტაჟირებაში ჩართულ პირებს გადაეცათ სერტიფიკატები. სტაჟირების პროგრამა გაგრძელდება.