სპეციალური პედაგოგის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებში სპეციალური პედაგოგის სტაჟირების პროგრამა დაიწყო.

სტაჟირების მონაწილეებს, რომელებიც გასაუბრების შედეგად შეირჩა, ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, დეტალურად მიიღეს ინფორმაცია დღის ცენტრების მართვის სახელმწიფო სტანდარტის და საქმიანობების შესახებ.

სტაჟირების პროგრამის მიზანია, მოამზადოს დღის ცენტრების მომსახურების სტანდარტების, საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე სპეციალისტი.

სტაჟირების პროგრამის 3 თვეს გაგრძელდება და მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content