სპეციალურ პედაგოგებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი ჩაუტარდათ

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ბაზაზე არსებულ სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში “ლამპარი“.

ორგანიზაციასთან „მაკ ჯორჯია“ თანამშრომლობით, ჩატარდა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი თემაზე „სპეციალური საჭიროებები და პრაქტიკული ინტერვენციები“.

ტრენინგში მონაწილეობას, დღის ცენტრების თანამშრომელბი და სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების აღმზრდელები იღებდნენ.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების აღმზრდელების გადამზადების საჭიროება სამტრედიის მუნიციპალიტეტში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე გამოიკვეთა, რომელიც ორგანიზებული იყო ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში.

ტრენინგის მეორე ეტაპი იგეგმება აპრილში ოკუპაციური თერაპევტების ხელმძღვანელობით.

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content