სტაჟირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებში

დასახელება: სტაჟირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებში

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქუთაისი, სამტრედია, თერჯოლა

მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

გამოქვეყნების თარიღი2022  წლის 2 თებერვალი

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა:   2022 წლის 21 თებერვალი

 

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ ადმინისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრები ემსახურება 6-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. დღის ცენტრების მიზანს წარმოადგენს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. ბენეფიციარებთან მუშაობენ პედაგოგები, პედაგოგის ასისტენტები, ფსიქოლოგი, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი.

 

სტაჟირების პროგრამის აღწერა:

  • სტაჟირების პროგრამის მიზანია, მოამზადოს დღის ცენტრების მომსახურების სტანდარტების, საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე სპეციალისტი.
  • სტაჟირების პროგრამის მონაწილე შესაძლებელია დასაქმდეს სკოლებში, ბაღებში და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებში სპეციალურ მასწავლებლად.
  • სტაჟირების პერიოდში სტუდენტი/სტაჟიორი იღებს, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
  • სტაჟირების დასრულების შემდგომ, დადებითი შეფასების შემთხვევაში, გაიცემა სერტიფიკატი.

პირობები:

  • სტაჟირების პროგრამაზე დაიშვებიან პედაგოგიურისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები, ან კურსდამთავრებულები;
  • სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე, კვირაში 15 საათი, შაბათ–კვირის და უქმე დღეების გარდა (სტაჟიორი თავად არჩევს გრაფიკს);
  • სტაჟირება არ ანაზღაურდება;
  • სტაჟირების ადგილი: დღის ცენტრი ქუთაისში, სამტრედიაში, თერჯოლაში.

შერჩევის ეტაპები:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • კანდიდატის მიერ შესრულებული დავალების შეფასება;

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV,  სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, ელ_ფოსტაზე: admin@edec.ge. „თემაში“ მიუნიშნეთ სტაჟირება და ქალაქი (ქუთაისი, თერჯოლა, სამტრედია).

საკონტაქტო პირი – სოფიო კუპატაძე –  საკონტაქტო ტელ: 598 45 45 63/0431 25 13 30;

საბუთების მიღება წარმოებს 2022 წლის 21 თებერვლის ჩათვლით 18:00 საათამდე.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
2022  წლის 21 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის –
დღეს, კიდევ ერთი წარმატებული დასაქმების შესახებ გიამბობთ. 22 წლის ანანო გუმბერიძემ პროექტის შესახებ მეგობრისგან შეიტყო, ქუთაისის დასაქმების ცენტრში მივიდა და დასაქმების კონსულტანტებთან გასაუბრება გაიარა.
ვაკანსიის დასახელება: საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის პედაგოგი ვაკანსიის ადგილმდებარეობა: საგურამო მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გამოქვეყნების თარიღი:  2022
Skip to content