სტაჟირების პროგრამა “სპეციალური პედაგოგის და ფსიქოლოგის მომზადება”

დასახელება: სტაჟირების პროგრამა

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: საგურამო

გამოქვეყნების თარიღი: 12 იანვარი, 2022

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა:   2022 წლის 18 თებერვალი

 

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, SEU-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს გთავაზობთ სტაჟირების პროგრამას „სპეციალური პედაგოგის და ფსიქოლოგის მომზადება“.

პროგრამის აღწერა:

  • სტაჟირების პროგრამის მიზანია, მოამზადოს დღის ცენტრების მომსახურების სტანდარტების, საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, შესაბამისი პროფესიული სტანდარტის, ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე სპეციალისტი.
  • სტაჟირების პროგრამის მონაწილე შესაძლებელია დასაქმდეს სკოლებში, ბაღებში და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებში სპეციალურ მასწავლებლად, ან ფსიქოლოგად.
  • სტაჟირების პერიოდში სტუდენტი იღებს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომელიც ფასდება შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით, 100 ქულიანი სისტემით.
  • სტაჟირების დასრულების შემდგომ, დადებითი შეფასების შემთხვევაში, გაიცემა სერტიფიკატი.

პირობები:

  • სტაჟირების პროგრამაზე დაიშვებიან ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები (ბაკალავრი, მაგისტრატურა);
  • სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე, კვირაში 15 საათი, შაბათ–კვირის და უქმე დღეების გარდა (სტაჟიორი თავად არჩევს გრაფიკს);
  • სტაჟირება არაანაზღაურებადია;
  • სტაჟირების ადგილი: დღის ცენტრი „იალონი“, საგურამო;
  • შერჩევის ეტაპები:
  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • კანდიდატებს მიეცემათ დავალება, რის საფუძველზეც აირჩევიან საბოლოოდ სტაჟიორები;

სწავლების მეთოდი:

  • ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი;
  • წიგნზე/ტექსტზე მუშაობა;
  • დემონსტრირება და მოდელირება;
  • პრაქტიკული მეცადინეობები;
  • ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა;
  • სიტუაციური ამოცანის/შემთხვევის ანალიზი;
  • სიუჟეტურ–როლური თამაში/სიმულაცია;
  • პრეზენტაცია/პოსტერი;
  • ვარჯიში;
  • პორტფოლიოს წარმოება;

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 18 თებერველი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმეები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  career@seu.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ სტაჟირების პროგრამის დასახელება: „სპეციალური პედაგოგის და ფსიქოლოგის მომზადება“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

2024 წლის 10 ივლისს,  ცუცხვათის სათემო ცენტრში, დასახლების საერთო კრება გაიმართა, რომლის მიზანი იყო ცუცხვათის  თემის  მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. დასახლების საერთო
2024 წლის 10 ივლისს,  ცუცხვათის სათემო ცენტრში, დასახლების საერთო კრება გაიმართა, რომლის მიზანი იყო ცუცხვათის  თემის  მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. დასახლების საერთო
დასრულდა სამდღიანი ტრენერთა ტრენინგის მეორე ეტაპი სოციალური მეწარმეობის თემაზე, რომელიც პირისპირ ფორმატით  დაბა ბაკურიანში, სასტუმროში „კომორები ბაკურიანი რეზორთი“ გაიმართა. ტრენერთა ტრენინგში კონკურსის შედეგად შერჩეული იმერეთისა და შიდა ქართლის
Skip to content