განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუ-ს თანამშრომლობის ფარგლებში, შეფასდა 3 სტუდენტი, რომლებმაც სტაჟირება საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრ „იალონში“ გაიარეს.
სტაჟირების კურსი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ-სეუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა გაიარეს. სტაჟირების მიზანია მოამზადოს ისეთი კადრები რომლებიც, თეორიულ ცოდნასთან ერთად, ფლობენ დღის ცენტრის მომსახურების სტანდარტის შესაბამის პრაქტიკულ უნარებს.