ტენდერი – ადაპტირებული მიკროავტობუსის შეძენა/ტრანსპორტირება

1. შესავალი
არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა.
2008 წლიდან EDEC-ის ერთ–ერთ პროგრამულ მიმართულებას ბავშვთა დაცვა წარმოადგენს. მიმდინარე ეტაპზე, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ოთხი დღის ცენტრის ადმინისტრირება, რომლებიც 64 შშმ ბავშვსა და 15 ზრდასრულ პირს ემსახურება და ხელს უწყობს მათი ინდივიდუალური, ფუნქციონალური, აკადემიური და სოციალური უნარების განვითარებასა და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას.
პირველი დღის ცენტრი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ინდივიდუალურ, საჭიროებებზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობდა და ხელს უწყობდა მათი ოჯახების გაძლიერებას, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა ქუთაისში, 2008 წელს დააფუძნა. 2009 წელს დღის ცენტრები თერჯოლასა და სამტრედიაში გაიხსნა, ხოლო 2017 წელს სერვისის მიწოდების არეალი გაფართოვდა და ბავშვთა და ზრდასრულთა დღის ცენტრი აღმოსავლეთ საქართველოში – სოფ. საგურამოში შეიქმნა. ორგანიზაცია მუდმივად ზრუნავს არსებული სერვისების განვითარებაზე, რაც თავის მხრივ, ასევე გულისხმობს საჭიროებებზე დაფუძნებული ახალი სერვისების შექმნას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. ამჯერად განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის სამიზნეს ბაღდათის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს. ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო და დღის ცენტრის ტიპის სერვისების დანერგვის მიზნით, გეგმავს სოციალური ინკლუზიის ცენტრის მშენებლობას.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოციალური ინკლუზიის ცენტრი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 6–დან 18 წლამდე სხვადასხვა ტიპის შეზღუდვის მქონე 30 ბავშვს მოემსახურება. მომსახურების ფარგლებში ისინი პროფესიონალი პედაგოგების და ფსიქოლოგის დახმარებით ჩართული იქნებიან განვითარების ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებში, რომელთა მიზანი იქნება ბენეფიციართა ფუნქციური, აკადემიური, საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
მომსახურება განხორციელდება ყოველდღიურად (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) ორჯერადი კვებით. ბენეფიციარებისთვის შეთავაზებული იქნება მათი აკადემიური და ფუნქციური საჭიროებების გამოვლენის შედეგად, საჭიროებებზე დაფუძნებული პროგრამები: ინდივიდუალური აბილიტაციის და/ან რეაბილიტაციის პროგრამის შედგენა–განხორციელება, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვა, საჭიროების შემთხვევაში–ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება, ბენეფიციართა საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ორგანიზება.
სოციალური ინკლუზიის ცენტრის მთავარი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინდივიდუალური განვითარება და საზოგადოებაში ინტეგრაცია.
სოციალური ინკლუზიის ცენტრის ბენეფიციართა უსაფრთხო ტრანსპორტირებით უზრუნველყოფისათვის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს ესაჭიროება ადაპტირებული მიკროავტობუსი, რომლითაც უზრუნველყოფს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, ბენეფიციართა ტრანსპორტირებით მომსახურებას.

2. წინადადების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები

წინადადების მიღების დაწყების თარიღი:20.09.2022
წინადადების მიღების დასრულების თარიღი:27.09.2022
წინადადების განხილვის ბოლო ვადა:28.09.2022
ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა:30.09.2022
მომსახურების დასრულების ბოლო ვადა:30.11.2022

3. ტექნიკური დავალების მიზანი
ტექნიკური დავალების მიზანია, სოციალური ინკლუზიის ცენტრისათვის ადაპტირებული მიკროავტობუსის შეძენა.

4. კონკრეტული დავალება, ძირითადი მოთხოვნები
4.1 ადაპტირებული მიკროავტობუსი ლიფტით შემდეგი პარამეტრებით:
– გამოშვების წელი 2007-დან 2011 წლამდე;
– მგზავრების რაოდენობა: 8 ადამიანი;
– საჭის მდებარეობა: მარცხენა;
– საწვავის ტიპი – დიზელი;
– ძრავი – 2.2.3 მ3 ან მეტი (დიზელი)
– ფერი – თეთრი (სასურველია)
– გარბენი: 120 000 კილომეტრამდე;
– ფოტო ნიმუშები:

5. მეთოდოლოგია
5.1 ინდივიდუალური პირისპირ, ან ონლაინ კომუნიკაცია ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ საკონტაქტო პირთან და პროექტის გუნდთან ადაპტირემული მიკროავტობუსის შეძენის საუკეთესო სამომხმარებლო პრაქტიკების გაზიარების მიზნით.

6. პროდუქტი
სოციალური ინკლუზიის ცენტრისათვის ადაპტირებული მიკროავტობუსის შეძენა.

7. ტექნიკური დავალების ხანგრძლივობა (ოქტომბერი – ნოემბერი 2022 წელი)
პრეტენდენტის მიერ დამკვეთთან შეთანხმებული ვადების შესაბამისად.

8. ძირითადი მოთხოვნები
8.1 ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ რეგისტრირებულ ფიზიკურ (ინდ. მეწარმე), ან იურიდიულ პირებს.
8.1.1 ფიზიკურ (ინდ. მეწარმე), ან იურიდიულ პირს უნდა გააჩნდეს მსგავსი მომსახურების მიწოდების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
8.2 ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
8.2.1. რეკვიზიტები (სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული/ფაქტიური მისამართი პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, ტელეფობის ნომერი);
8.2.2. ფასების ცხრილი (ინვოისი) ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
8.2.3. ინფორმაცია მსგავსი ტიპის მომსახურების განხორციელების შესახებ (ხელშეკრულებ(ები)ა, ან საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ან, ანგარიშფაქტურ(ები)ა (არსებობის შემთხვევაში), ან ანგარიშსწორების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.
8.2.4. მიკროავტობუსის მდგომარეობა – აღწერა, ფოტოსურათები. მიკროავტობუსის მოწოდების პირობები (ვადები, ანგარისწორების პირობები).
შენიშვნა: ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით.

9. შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები
შერჩევის კრიტერიუმები:
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ავტომობილის გამართულობა.
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს.
შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ პრეტენდენტს.

10. განაცხადი მიიღება ელექტრონული სახით, 2022 წლის 20 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე მისამართზე: admin@edec.ge

11. დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64; ტელ: 0431 251330
საკონტაქტო პირი: ავთანდილ ქობულაძე
ტელეფონი: 595282804

1. შესავალი არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების
ჰამბურგში ქართველი პარტნიორების სასწავლო ვიზიტი დასრულდა. პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი 4)“ ფარგლებში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ,
,,ყოველთვის ეცადეთ თქვენივე რეგიონში იპოვოთ  შესაძლებლობა, რათა საკუთარი წვლილი შეიტანოთ მის განვითარებაში’’ ბექა ამჟამად კრედო ბანკში პრობლემური სესხის ოფიცრის პოზიციაზე მუშაობს. სოციოლოგიის ფაკულტეტი დავასრულე
Skip to content