ტენდერი – აუდიტორული მომსახურეობის შესყიდვა

არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა.

2021 წლის ნოემბრიდან ორგანიზაცია იწყებს “Bread for the World Protestant Development Services”  პროექტის „სოციალური ინკლუზიის ცენტრი ბაღდათში – პერსპექტივები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოში“ განხორციელებას. პროექტის ხანგრძლივობა 26 თვე (2021 წლის ნოემბერი – 2023 წლის დეკემბერი).

პროექტით დაგეგმილია სოციალური ინკლუზიის ცენტრის შექმნა ბაღდათის მუნიციპალიტეტში. ცენტრი მოემსახურება 6-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 30 ბავშვს, რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას, ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და არიან წინა წლების დღის ცენტრების პროგრამის ბენეფიციარები, არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში „მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“, ან „მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის, ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამის“ ბენეფიციარები, იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და არ არიან წინა წლების დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ბენეფიციარები და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების ფორმის რეკომენდაციის ნაწილში მითითებული აქვთ დღის ცენტრის მომსახურების მიღების საჭიროება.

დღის ცენტრების პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათი ფუნქციური, აკადემიური და სოციალური უნარების განვითარების ხელშეწყობა, ინდივიდუალური და დამოუკიდებული ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარება.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი აცხადებს ტენდერს ზემოთხსენებული პროექტისათვის აუდიტორული მომსახურეობის შესასყიდად.

წინადადების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები

  • წინადადების მიღების დაწყების თარიღი:               14.08.2021
  • წინადადების მიღების დასრულების თარიღი:       24.09.2021
  • წინადადების განხილვის ბოლო ვადა:                      01.10.2021
  • ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა:             2021 წლის ნოემბერი
  • მომსახურების დასრულების ბოლო ვადა:               2023 წლის  დეკემბერი

 

ტექნიკური დავალების მიზანი

პროექტის „სოციალური ინკლუზიის ცენტრი ბაღდათში – პერსპექტივები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოში“ ფინანსური ანგარიშების აუდიტი, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებისა (ISA) და დონორის მოთხოვნების შესაბამისად.

კონკრეტული დავალება

  • პროექტის ფინანსური ანგარიშების აუდიტის ჩატარება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებისა (ISA) და დონორის მოთხოვნების შესაბამისად.
  • აუდიტორულ ანგარიშში აზრის გამოთქმა როგორც ფინანსური ანგარიშის, ასევე ორგანიზაციის მიერ თანამშრომლობის ხელშეკრულებით (საგრანტო ხელშეკრულება) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და პროექტის სახსრების გამოყენების შესახებ.
  • სულ ექვსი ანგარიში პროექტის განმავლობაში.
  • ანგარიშები მომზადებულ უნდა იქნას ISA 800 სტანდარტით განსაზღვრული ფორმატით.

 

სერვისის მიწოდების ხანგრძლივობა: 26 თვე (2021 წლის ნოემბერი – 2023 წლის დეკემბერი).

 

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ მხოლოდ, სერტიფიცირებულმა აუდიტორულმა კომპანიებმა.

დაინტერესებულმა პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ კომერციული წინადადება, რომელიც შეიცავს  შემდეგ ინფორმაციას:

  • სახელწოდება, საიდენტიფიკაცია კოდი, იურიდიული/ფაქტიური მისამართი;
  • პორტფოლიო, ინფორმაცია მსგავსი ორგანიზაციების და/ან პროექტების აუდიტორული შემოწმების გამოცდილების შესახებ.
  • მომსახურეობის ღირებულება ლარში დღგ-ს ჩათვლით.
  • მომსახურეობის ღირებულება უნდა იყოს ჩაშლილი დეტალურად პუნქტების მიხედვით.

 

კომერციული წინადადება უნდა გაიგზავნოს, 2021 წლის 14 აგვისტოდან 24 სექტემბერის 18:00 საათამდე მისამართზე:  [email protected], დანიშნულებაში (subject) მიუთითეთ „ტენდერი აუდიტორული მომსახურეობის შესყიდვაზე“.

პრეტენდენტ(ებ)ის შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ პრეტენდენტებს.

შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია: მომსახურეობის ფასი, ხარისხი და გამოცდილება.

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი განმარტების მიღება პრეტენდენტ(ებ)ის შეუძლია მისამართზე: ქუთაისი, პ. ინგოროყვას 64.

 

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64; ტელ: 0431 251330

საკონტაქტო პირი: ირმა ძნელაძე

ტელეფონი: 551620562

ელ-ფოსტა: [email protected]

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content