ტენდერი – ელექტრონული სისტემის და ვებ–პლატფორმის განახლება/შექმნა

არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) დაარსდა 2008 წელს და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა. ორგანიზაცია ოთხი პროგრამული მიმართულებით მუშაობს: სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ეკონომიკური განვითარება, ბავშვთა დაცვა და განათლება.
2020 წლიდან EDEC-ი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს 3 წლიან პროექტს სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!) შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით: აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტო, თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, ფონდი „აფხაზინტერკონტი“ და გურიის ახალგაზრდული ცენტრი.
პროექტი „ისწავლე დასაქმებისთვის!“ მიზნად ისახავს, ერთის მხრივ მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის, კარიერული ორიენტაციისა და დასაქმების სერვისების განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას; მეორეს მხრივ, საზღვაო და ტურიზმის სექტორში კერძო–საჯარო პარტნიორობის განვითარებას, შრომის ბაზრის საჭიროებების შეფასებას, მოთხოვნაზე ორიენტირებული განათლების პროგრამების შემუშავებას, სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების პროგრამების განხორციელებას.
პროექტი საქართველოს 6 რეგიონში (იმერეთი, რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთი, აჭარა, გურია, კახეთი, შიდა ქართლი) ხორციელდება. მის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: მოწყვლადი ახალგაზრდები, იძულებით გადაადგილებული პირები, განათლების, სამუშაო გამოცდილების და გადამზადების არმქონე პირები, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაუსაქმებელი პირები, სიცოცხლის მანძილზე სწავლის მსურველი პირები და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

  • თანამშრომლობა პროფესიულ სასწავლებლებთან, ტურიზმისა და საზღვაო სფეროში შრომის ბაზრის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებული რვა ახალი პროფესიული პროგრამის შემუშავება;
  • ახლადშექმნილი პროგრამებისთვის შესაბამისი ინოვაციური საგანმანათლებლო მასალებისა და სასწავლო რესურსების შექმნა;
    ახლადშექმნილი საგანმანათლებლო პროფესიული პროგრამების მიწოდებაში ჩართული პედაგოგების უნარებისა და კომპეტენციების ამაღლება;
  • შემუშავებული სასწავლო პროგრამებისა და სასწავლო რესურსების სხვა დაინტერესებული პროფესიული სასწავლებლებისთვის გაზიარება.

 

შემსყიდველი ორგანიზაცია: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

  • წინადადების მიღების დაწყების თარიღი: 14.09.2021
  • წინადადების მიღების დასრულების თარიღი: 14.10.2021
  • წინადადების განხილვის ბოლო ვადა: 22.10.2021
  • ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა: 05.11.2021
  • მომსახურების დასრულების ბოლო ვადა: 30.07.2023

 

2. ტექნიკური დავალების მიზანი:

2.1. აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოსთვის შრომის ბაზრის მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის და ვებ-პლატფორმის განახლება/შექმნა, რომელიც დაეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, მიზნობრივ კვლევებსა და ანალიზს, რომელიც მოიცავს:
ა) სააგენტოს მოქმედი ადმინისტრირებადი შრომის ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემის ტესტირებას, კვლევას და ანალიზს;
ბ) საზღვაო შრომის ბაზარზე ადამიანური რესურსების რეკრუტირების, ელექტრონული მართვის სისტემების კვლევას და ანალიზს;
გ) სააგენტოს ოფიციალური ვებ გვერდის www.hrajara.gov.ge ტესტირებას და ტესტირების ანალიზს

3. კონკრეტული დავალება:

3.1. სააგენტოს მოქმედი ადმინისტრირებადი შრომის ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემის ტესტირება, კვლევა და ანალიზი;
3.1. საზღვაო შრომის ბაზარზე ადამიანური რესურსების რეკრუტირების, ელექტრონული მართვის სისტემების კვლევა და ანალიზი;
3.2. სააგენტოს ოფიციალური ვებ გვერდის www.hrajara.gov.ge ტესტირება და ტესტირების შედეგების ანალიზი;
3.3. განხორციელებული კვლევების (სააგენტოს მოქმედი ადმინისტრირებადი შრომის ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემის ტესტირების, კვლევა და ანალიზი; საზღვაო შრომის ბაზარზე ადამიანური რესურსების რეკრუტირების, ელექტრონული მართვის სისტემების კვლევა და ანალიზი; სააგენტოს ოფიციალური ვებ გვერდის www.hrajara.gov.ge ტესტირების შედეგების ანალიზი) ანალიზის, ტექნიკური დავალების და კონცეფციის (დანართი #2) საფუძველზე შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკური აღწერილობის დოკუმენტის მომზადება და შეთანხმება.
3.4. აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოსთვის შრომის ბაზრის მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის და ვებ-პლატფორმის განახლება/შექმნა შემუშავებული შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკური აღწერილობის დოკუმენტის შესაბამისად;
3.5. მობილური PWA აპლიკაციის (Progressive Web Apps) შექმნა შემუშავებული შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკური აღწერილობის დოკუმენტის შესაბამისად.

4. მეთოდოლოგია:

4.1. ვებ–პლატფორმის შექმნისთვის ახალი იდეების, საინტერესო თემების გამოვლენა, ტრენდების, ტენდენციების, საუკეთესო სამომხმარებლო პრაქტიკების მოძიება, გაზიარება და მუდმივი კომუნიკაცია ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ საკონტაქტო პირთან და პროექტის გუნდთან;
4.2. კვლევის და ანალიზის პროცესში გამოკითხვების და ფოკუს-ჯგუფის შეხვედრების ორგანიზება, აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლების, დამსაქმებლების, სამუშაოს მაძიებლების, რეკრუტორი სააგენტოების, საგანმანათლებლო პროვაიდერების წარმომადგენელთა და სხვა სამიზნე ჯგუფების მონაწილეობით.

5. პროდუქტი:

5.1. შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკური აღწერილობის დოკუმენტი;
5.2. აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოსთვის შრომის ბაზრის მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის და ვებ-პლატფორმის (www.hradjara.gov.ge) განახლება/შექმნა;
5.3. მობილური PWA აპლიკაცია (Progressive Web Apps) შექმნა;

 

6. ტექნიკური დავალების ხანგრძლივობა:

6.1. სააგენტოს მოქმედი ადმინისტრირებადი შრომის ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემის ტესტირება, კვლევა და ანალიზი; საზღვაო შრომის ბაზრის ადამიანური რესურსების რეკრუტირების, ელექტრონული მართვის სისტემების კვლევა და ანალიზი; სააგენტოს ოფიციალური ვებ გვერდის www.hrajara.gov.ge ტესტირება და ტესტირების ანალიზი; განხორციელებული კვლევების ანალიზის, ტექნიკური დავალების და კონცეფციის (დანართი #2) საფუძველზე შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკური აღწერილობის დოკუმენტის მომზადება და შეთანხმება მიმწოდებელთან ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან არაუგვიანეს 3 თვეში;
6.2. დიზაინ სისტემის შექმნა საუკეთესო სამომხმარებლო პრაქტიკის გათვალისწინებით და ჩაბარება 6.1 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვეში.
6.3. აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოსთვის შრომის ბაზრის მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის და ვებ-პლატფორმის განახლება/შექმნა.
– შემსყიდველთან შეთანხმებით ჰოსტინგის შესყიდვა და სისტემის და ვებ-პლატფორმის ატვირთვა/გაშვება ხელშეკრულების გაფორმებიდან 8-9 თვეში.
– შეთანხმებული შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკური აღწერილობის დოკუმენტის შესაბამისად სამუშაოების განხორციელება, ანგარიშგება და სრული პროექტის შიდა და გარე სატესტო რეჟიმში გაშვება, მობილური PWA აპლიკაციის (Progressive Web Apps) შექმნა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვეში, საბოლოო პროდუქტის სრულყოფილად ფუნქციონირების უზრუნველყოფა არაუგვიანეს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 15 თვეში.
– მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში პლატფორმის უსასყიდლო ტექნიკური მომსახურება 24/7 რეჟიმში (ტექნიკური მხარდაჭერა და კონსულტაციები, ასევე ხარვეზების (არსებობის შემთხვევაში) გამოსწორება საკუთარი ხარჯებით დროის მაქსიმალურად მოკლე პერიოდში).

შენიშვნა: გამომდინარე იქედან, რომ პლატფორმის დროულ განახლება/შექმნაზე დიდადაა დამოკიდებული შემსყიდველის საქმიანობა, შემსყიდველს გააჩნია ვადების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი, გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველი დაიტოვებს უფლებას ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.

7. ძირითადი მოთხოვნები:

7.1. ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ, ან იურიდიულ პირებს.
7.2. იურიდიულ ან ფიზიკურ პირს უნდა გააჩნდეს ვებ პროგრამირების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
7.3. მსგავსი ტიპის ვებ-პლატფორმების შექმნის გამოცდილება მინუმუმ 1 პლატფორმა/ელ სისტემა;
7.4. კვლევის ჯგუფი:

– ძირითადი ექსპერტი – HR&OD, Digitalization (ორგანიზაციის განვითარების სპეციალისტი, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი);
– ძირითადი ექსპერტი – HR, ანალიტიკა და შეფასება;
– დამხმარე – მონაცემთა რეპორტინგი და ანალიტიკა;
– MS SQL ბაზის ადმინისტრატორი;
– Microsoft.NET Platform, ASP MVC.NET (C#), WCF, WebAPI 2 დეველოპერი;

7.5. ტექნიკური სამუშაო ჯგუფი – ჯგუფი უნდა შედგებოდეს:
– Microsoft.NET Platform, ASP MVC.NET (C#), WCF, WebAPI 2, HTML, CSS, JQuerry მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილების მქონე დეველოპერებისაგან (შესაბამისი პორტფოლიოთინ);
– Node.JS – React.JS მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილების მქონე დეველოპერებისაგან.
– ხარისხის უზრუნველყოფისა და ტესტირების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი, (უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო გამოცდილების მქონე სპეციალისტს);
– ბიზნეს ანალიტიკოსი;
– MSSQL ან/და NOSQL მონაცემთა ბაზის დეველოპერი;
– პროგრამის და კოდინგინგის დოკუმენტატორი, პროგრამული უზრუნველყოფის ტრეინინგის სპეციალისტი.

7.6. სატენდერო განაცხადს თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია:
– პრეტენდენტის სახელი, გვარი/სახელწოდება (იურიდიული პირის შემთხევაში)
– პრეტენდენტის იურიდიული/ფაქტიური მისამართი;
– პრეტენდენტის პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაცია კოდი;
– პრეტენდენტის ტელეფონის ნომერი;
– პროექტში მონაწილე პირების რეზიუმე-პორტფოლიოები;
– საბანკო რეკვიზიტები;
– პორტფოლიო, ინფორმაცია მსგავსი ტიპის პლატფორმების (მინუმუმ 1 პლატფორმა) შექმნის გამოცდილების შესახებ;
– ხელშეკრულებები და/ან მიღება-ჩაბარების აქტები რომლითაც დადასტურდება გამოცდილება;
– პრეტენდენტის ხედვა ვებ-პლატფორმის დიზაინისა და ფუნქციონალის შესახებ;
– შესასრულებული სამუშაოს ბიუჯეტი (დანართი #3-ის მიხედვით)

შენიშვნა: პრეტენდენტმა ფასთა ცხრილის შევსებისას უნდა იხელმძღვანელოს შემდეგით: კვლევის და შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკური აღწერილობის დოკუმენტის შემუშვების კომპონენტი უნდა შეადგენდეს მთლიანი სატენდერო ღირებულების არაუმეტეს 15%-ს.

8. შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები:
შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ პრეტენდენტებს.
შერჩევის კრიტერიუმები:
– გამოცდილება–30 ქულა;
– მსგავსი ტიპის პლატფორმების (მინუმუმ 1 პლატფორმა) შექმნის გამოცდილება-20 ქულა (უპირატესობა მიენიჭება შრომის ბაზრის/ადამინური რესურსების მართვის კუთხით შემუშავებული პროექტების შექმნის გამოცდილებას);                                                                            –  წარმოდგენილი პორტფოლიოს მიხედვით შექმნილი ვებ-გვერდების/ელ სისტემების მუშაობის სტაბილურობა და ხარისხი–30 ქულა;
– მომსახურების ღირებულება–20 ქულა.

საკონსულტაციო ონლაინ შეხვედრა ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულთათვის გაიმართება 24 სექტემბერს, 16:00სთ-ზე  Zoom-ის პლატფორმაზე: Join Zoom Meeting https://us02web.zoom.us/j/81292084179?pwd=SkpvL1hGTjVxS3I4SWJEa0FURXJXQT09 Meeting ID: 812 9208 4179  Passcode: 015577

განაცხადი მიიღება ელექტრონულად 2021 წლის 14 სექტემბერი – 14 ოქტომბრის ჩათვლით 18:00 საათამდე მისამართზე: admin@edec.ge სათაურში მიუთითეთ “Full Stack Web Developer & Software Engineer”.

იხილეთ:

 

9. დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით:

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
ქ. ქუთაისი, პ ინგოროყვას ქ. 64; ტელ: 0431 251330
საკონტაქტო პირი: ავთანდილ მაჩიტაძე
ტელეფონი: 577613693;
ელ-ფოსტა: avtandil_machitadze@edec.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
ხაშურში მცხოვრები ლია ხაჩიძე ვეტერინარ–ტექნიკოსის დუალური განათლების სასწავლო პროგრამის ერთ–ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია, რომელიც დღეს ცხოველთა კვების მაღაზიას მართავს. “მიუხედავად იმისა, რომ დამთავრებული მაქვს სასოფლო–სამეურნეო
20 ოქტომბერს ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი ლორენს მერედიტი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აჭარის რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში ციხისძირში, რესტორან
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა EDEC-ის საქმიანობისა და საჯარო გამოსვლებისა და დებატების კურსის შესახებ პრეზენტაციას მიეძღვნა. მონაწილეებმა კურსის პროგრამა დეტალურად გაიცნეს  და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები
Skip to content