ტენდერი – ექსპერტი/ექსპერტთა ჯგუფი–ელექტრონული სწავლების (E-Learning) ვებ პლატფორმისთვის მოხალისეობის თემაზე ონლაინ ტრენინგ კურსის შექმნისა და ვიდეო ლექციების გადაღებისათვის

  1. შესავალი/Introduction

არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა.

2021 წლიდან ორგანიზაცია ახორციელებს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა:  მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:

  1. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია.
  2. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება.
  3. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების  თვალსაზრისით.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

“სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და  გამოცდილებას.

პროექტის ერთ–ერთი აქტივობაა: ელექტრონული სწავლების (E-Learning) ვებ პლატფორმის შექმნა და ადმინისტრირება, რომელიც ონლაინ-ტრენინგ კურსის საშუალებით ხელს შეუწყობს ქვეყანაში მოხალისეობის იდეის პოპულარიზაციას და დაინტერესებული პირების მიერ მოხალისეობის შესახებ ცოდნისა და უნარების განვითარებას (3.2.6 E-learning creation and facilitation on volunteerism).

ელექტრონული სწავლების (E-Learning) ვებ-პლატფორმისა და მოხალისეობის თემაზე ინტერაქტიული ონლაინ ტრენინგ–კურსის შექმნაზე პასუხისმგებელია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, რომელსაც აღნიშნული დავალების განსახორციელებლად ესაჭიროება ექსპერტთა ჯგუფი.

 

2.       საკონკურსო განაცხადების მიღების,  განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები
წინადადების მიღების დაწყების თარიღი: 31.05.2022
წინადადების მიღების დასრულების თარიღი: 12.06.2022
წინადადების განხილვის ბოლო ვადა: 18.06.2022
ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა: 21.06.2022
მომსახურების დასრულების ბოლო ვადა: 31.10.2022

 

  1. ტექნიკური დავალების მიზანი/Overall Objective of the ToR

3.1 ელექტრონული სწავლების (E-Learning) ვებ-პლატფორმისათვის მოხალისეობის თემაზე ინტერაქტიული ონლაინ ტრენინგ–კურსის შექმნა.

ტრენინგ–კურსი უნდა მომზადდეს:

  • მოხალისეობით დაინტერესებული პირებისთვის, რათა გაიღრმავონ ცოდნა და გაიძლიერონ კომპეტენციები ხარისხიანი მოხალისეობრივი აქტივობების/პროგრამების დასაგეგმად და განსახორციელებლად
  • მოხალისეობის მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო, სათემო და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის, რათა აიმაღლონ კომპეტენციები და განივითარონ უნარები მოხალისეების შერჩევის, მათი ორგანიზაციის საქმიანობებში ჩართვის, საქმიანობის შეფასებისა და მენტორობის მიმართულებით.
  1. კონკრეტული დავალება/Specific Task

4.1. ტრენინგ–კურსის შექმნა

4.1.1. ტრენინგ–კურსი უნდა მომზადდეს დანართი #1–ის სახით წარმოდგენილი კონცეფციის შესაბამისად და უნდა მოიცავდეს:

  • ტრენინგ-კურსის აღწერას: ტრენინგ-კურსის სახელწოდება, მიზანი, თემები, ინფორმაცია ტრენერ(ებ)ის შესახებ, ტრენინგ-კურსის ხანგრძლივობა,  ინფორმაცია ტრენინგ კურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობის შესახებ (თავისუფალი, შეზღუდული დასწრება);
  • სასწავლო მასალებს – ვიდეო ლექციები, ვიდეო ფრაგმენტები, ანიმაციები, დამატებითი საკითხავი ლიტერატურა, ქვიზები, პრაქტიკული დავალებები, სხვა დამხმარე მასალები (ფილმები, ინტერვიუები);
  • ღია ან დახურული ვებინარის და/ან ფორუმის დისკუსიის თემებს;
  • ბიბლიოთეკის გვერდზე განსათავსებელ ლიტერატურას;

4.2. ვიდეო ლექციების გადაღება – ტექნიკური უზრუნველყოფა (ვიდეო–გადაღება და მონტაჟი)

შენიშვნა: ვიდეო ლექციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ტრენინგ-კურსის თემების შინაარსზე, მაგრამ თითოეული ვიდეო ლექცია უნდა იყოს არანაკლებ 30 წუთიანი. ვიდეო ლექციებს უნდა დაერთოს სუბტიტრები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

4.2.1 ვიდეო ლექციების ტექნიკური პარამეტრები:

რეზოლუცია: Full HD/4К

ვიდეოს კადრების სიხშირე: მინიმუმ 25 კადრი წამში (კადრების სიხშირე (FSP).

კოდირება: H.264 MOV/MP4

ფერთა სისტემა: PAL/COLOR

ვიდეო კადრების თანაფარდობა: 16:9 (WIDESCREEN)

გახმოვანების ხარისხი: 16 BIT/48000 Hz

ფორმატი: MP4/MOV

ვიდეო ფაილის ზომა: MAX. 4 GB*

სუბტიტრები

ვიდეო ინტრო ან გრაფიკული ნამუშევარი, რომელიც აღწერს ტრენინგის მონაცემებს.

4.3. რეკომენდაციების მომზადება ტრენინგ-კურსის მონაწილეების შესარჩევი კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ;

4.4. რეკომენდაციების მომზადება ტრენინგ-კურსის სარეკლამო სტრატეგიის შესახებ.

 

  1. მეთოდოლოგია

5.1. ტრენინგ-კურსის შინაარსის განსაზღვრა – ტრენინგ კურსის თემების განსაზღვრას საფუძვლად უნდა დაედოს მოხალისეობის სფეროში გაკეთებული საჭიროებების შეფასებისა და კვლევების ანალიზი. თემები უნდა შეთანხმდეს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან.

5.2. ვიდეო–გადაღების უზრუნველყოფა – თემების მიხედვით შესაბამისი გარემოს მოწყობა და მინიმუმ 8 (მაქსიმუმ 12) ვიდეო ლექციის გადაღების უზრუნველყოფა და მონტაჟი.

 

  1. პროდუქტი
    • ინტერაქტიული ონლაინ ტრენინგ-კურსი მოხალისეობის თემაზე;
    • რეკომენდაციები მონაწილეთა შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესახებ;
    • რეკომენდაციები ტრენინგ-კურსის სარეკლამო სტრატეგიის შესახებ.

 

  1. ტექნიკური დავალების ხანგრძლივობა (ივნისი – ოქტომბერი 2022)

7.1. ტრენინგ–კურსის თემების განსაზღვრა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან შეთანხმება (ივნისი)

7.2. სასწავლო და საკითხავი მასალების, დამხმარე რესურსების მომზადება  – (ივლისი – სექტემბერი)

7.3. ვიდეო–ლექციების გადაღება და მონტაჟი – (ოქტომბერი)

  1. ძირითადი მოთხოვნები

8.1. ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს.

8.1.1. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უნდა გააჩნდეს:

  • ტრენინგ–კურსის, სასწავლო მასალების მომზადების და კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • მოხალისეობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

8.2. დაინტერესებულმა პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

8.2.1. იურიდიული პირის შემთხვევაში:

  • სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული/ფაქტიური მისამართი;
  • პორტფოლიო, ინფორმაცია მსგავსი ტიპის ტრენინგ–კურსის და მასალების შექმნის გამოცდილების შესახებ;
  • მინიმუმ 3 ვიდეო რგოლის ბმული განთავსებული youtube.com-ზე;
  • ხედვა ინტერაქტიული ვიდეო–ლექციების დიზაინისა და გადაღების შესახებ;
  • შესასრულებელი სამუშაოს ფასი (დანართი 2-ის მიხედვით).

8.2.2. ფიზიკური პირის შემთხვევაში:

  • სახელი, გვარი;
  • იურიდიული/ფაქტიური მისამართი;
  • პირადი ნომერი;
  • ტელეფონის ნომერი;
  • CV/რეზიუმე;
  • პორტფოლიო, ინფორმაცია მსგავსი ტიპის ტრენინგ–კურსის და მასალების შექმნის გამოცდილების შესახებ;
  • მინიმუმ 3 ვიდეო რგოლის ბმული განთავსებული youtube.com-ზე;
  • ხედვა ინტერაქტიული ვიდეო–ლექციების დიზაინისა და გადაღების შესახებ;
  • შესასრულებელი სამუშაოს ფასი (დანართი 2-ის მიხედვით).
  1. შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები

შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ მონაწილეს.

შერჩევის კრიტერიუმები:

  1. გამოცდილება – 20 ქულა;
  2. მსგავსი ტიპის ტრენინგ–კურსის და სასწავლო მასალების შექმნის გამოცდილება – 30 ქულა;
  3. წარმოდგენილი პორტფოლიოს მიხედვით შექმნილი მასალების ხარისხი – 30 ქულა;
  4. მომსახურების ღირებულება – 20 ქულა.

განაცხადი მიიღება ელექტრონულად 2022 წლის 31 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე:  admin@edec.ge სათაურში მიუთითეთ „ელექტრონული სწავლების (E-learning) ვებ პლატფორმისთვის მოხალისეობის თემაზე ონლაინ ტრენინგ-კურსის შექმნა“

 

დანართი 1: ინტერაქტიული ონლაინ ტრენინგ-კურსი მოხალისეობის თემაზე – კონცეფცია

დანართი 2: შესასრულებელი სამუშაოს ბიუჯეტი

დანართი 3: ტექნიკური დავალება (TOR)

 

  1. დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით:

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64; ტელ: 0431 251330

საკონტაქტო პირი: მინდია თავხელიძე

ტელეფონი: 557 52 25 34

ელ-ფოსტა: mindia_tavkhelidze@edec.ge

მერაბ ორკოდაშვილი ამჟამად თელავში მცხობელად მუშაობს. ,,მაქვს სტაბილური სამსახური და ოჯახური სამუშაო გარემო რაც ძალიან მახარებს” ,,სამუშაოს მაძიებელი ვიყავი, როცა პროექტის შესახებ სოციალური ქსელიდან
4 აგვისტოს, ახალგაზრდული საბჭოების წევრების კომპეტენციის ამაღლების მიზნით ორგანიზებული ტრენინგები დასრულდა, რომელშიც  60 ახალგაზრდული საბჭოს წევრი და 10 რეგიონული ჰაბის წარმომადგენელი  მონაწილეობდა. ტრენინგები სამ
1. შესავალი არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების
Skip to content