ტენდერი – მოხალისეობისა და ელექტრონული სწავლების ვებ-პლატფორმის ადმინისტრატორი

1. შესავალი
არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა.
2021 წლიდან ორგანიზაცია ახორციელებს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:

  1. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია.
  2. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება.
  3. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
“სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.
პროექტის ერთ–ერთი აქტივობაა: საქართველოში მოხალისეობის იდეის პოპულარიზაციისთვის: მოხალისეობის ვებ–პლატფორმის ადმინისტრირება (5.8.9 Administration of web-page on volunteerism); სამომხმარებლო პრაქტიკის გათვალისწინებით ვებ-პლატფორმის მომხმარებლის სახელმძღვანელოს შექმნა; მოხალისეობის სატრენინგო მოდულის შექმნა და სამიზნე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება; ელექტრონული სწავლების ვებ–პლატფორმის (E-Learning) ადმინისტრირება.
მოხალისეობისა და ელექტრონული სწავლების ვებ-პლატფორმების ადმინისტრირებაზე და პოპულარიზაციაზე პასუხისმგებელია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, რომელსაც აღნიშნული დავალების განსახორციელებლად ესაჭიროება ვებ-პლატფორმის ადმინისტრატორი.

2. წინადადების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები
წინადადების მიღების დაწყების თარიღი: 13.09.2022
წინადადების მიღების დასრულების თარიღი: 20.09.2022
წინადადების განხილვის ბოლო ვადა: 22.09.2022
ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა: 03.10.2022
მომსახურების დასრულების ბოლო ვადა: 31.12.2024

3. ტექნიკური დავალების მიზანი
3.1. მოხალისეობის და ელექტრონული სწავლების ვებ-პლატფორმების ადმინისტრატორმა უნდა უზრუნველყოს თანამედროვე, მოქნილი და მარტივად მართვადი ვებ-პლატფორმების გამართული ფუნქციონირება და პოპულარიზაცია.

4. კონკრეტული დავალება
ხელი შეუწყოს პროექტის ფარგლებში შექმნილი ვებ–პლატფორმების გამართულ ადმინისტრირებას და განვითარებას, კერძოდ:
4.1. მოხალისეობის volunteer.ge- ვებ-პლატფორმის ადმინისტრირებისთვის განახორციელოს შემდეგი საქმიანობები:
4.1.1. ვებ-პლატფორმის შექმნის პროცესში ითანამშრომლოს ედეკის მიერ შერჩეულ ვებ დეველოპერთან;
4.1.2. განახორციელოს შექმნილი ვებ-პლატფორმის ტესტირება, ტესტირების მიზნით ფოკუს ჯგუფების ორგანიზება, შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
4.1.3. Volunteer.ge-ს ბრენდის სახელმძღვანელოს შესაბამისად შექმნას მოხალისეობის სატრენინგო მოდული და ინტერაქტიული მასალები;
4.1.4. პროექტის გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღოს volunteer.ge-ს პოპულირიზაციის გეგმის მომზადებასა და განაორციელებაში;
4.1.5. ჩაატაროს ვებ-პლატფორმის პოპულიზაციის მიზნით პრეზენტაციები, ვორქშოპები, შეხვედრები სამიზნე აუდიტორიისათვის;
4.1.6. გადაამოწმოს და დადასტუროს ვებ-პლატფორმაზე გამოქვეყნებული ახალი მოთხოვნები;
4.2. ელექტრონული სწავლების ვებ–პლატფორმის ადმინისტრატორირებისთვის განახორციელოს შემდეგი საქმიანობები:
4.2.1. ვებ-პლატფორმის შექმნის პროცესში ითანამშრომლოს ვებ–დეველოპერთან და ელექტრონული სწავლების (E-Learning) ვებ–პლატფორმისთვის მოხალისეობის თემაზე ონლაინ ტრენინგ–კურსის შექმნა და ვიდეო ლექციების გადაღებაზე პასუხისმგებელ ჯგუფთან, ხელი შეუწყოს მხარეების კოორდინირებულ მუშაობას;
4.2.2. კოორდინაცია გაუწიოს სატრენინგო მოდულებისა და მასალების სრულყოფილ განთავსებას პლატფორმაზე;
4.2.3. განახორციელოს შექმნილი ვებ-პლატფორმის ტესტირება, ტესტირების მიზნით ფოკუს–ჯგუფების ორგანიზება, შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
4.2.4. ხელი შეუწყოს მომხმარებლის ჩართულობას ონლაინ–ტრენინგების პროცესში;
4.2.5. სამართავი პანელის საშუალებით მართოს მომხმარებლის როლები.
4.3. მოხალისეობისა და ელექტრონული სწავლების პლატფორმებისთვის:
4.3.1. შექმნას ვებ-პლატფორმის სამომხმარებლო სახელმძღვანელო;
4.3.2. პასუხი გასცეს ვებ-პლატფორებმის მომხმარებლის შეკითხვებს;
4.3.3. გაუწიოს ტექნიკური დახმარება ვებ-პლატფორებმის მომხმარებლებს;
4.3.4. აწარმოოს ვებ-პლატფორებმის ყოველთვიური სტატისტიკა;
4.3.5. მართოს ანალიტიკის ხელსაწყოები (Google Analytics და სხვა);
4.3.6. ხელი შეუწყოს ვებ-პლატფორებმის სოციალურ ქსელებთან ინტერგრაციას (Messenger, Share, Like, comment);
4.3.7. შეამოწმოს ვებ-პლატფორმები W3C სტანდარტების მიხედვთ http://validator.w3.org და მოამზადოს შესაბამისი ანგარიშები.
4.3.8. მოახდინოს მუდმივი კომუნიკაცია პროექტის გუნდთან და წარადგინოს ყოველთვიური ანგარიშები შესრულებული სამუშაოების შესახებ პროექტის მენეჯერთან.

5. მეთოდოლოგია
5.1. კონსულტაცია, შეხვედრები, ვორქშოპი, კვლევა, ანალიზი, მონიტორინგი, ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები პროექტის გუნდთან;
5.2. შეხვედრები, ვებინარი, ტრენინგები სამიზნე აუდიტორიასთან.

6. პროდუქტი
6.1 მოხალისეობისა და ელექტრონული სწავლების ვებ–პლატფორმების გამართული მუშაობა;
6.2 მოხალისეობის სატრენინგო მოდულისა და მასალების შექმნა;
6.3 მოხალისეობის და ელექტრონული სწავლების ვებ-პლატფორმის სამომხმარებლო სახელმძღვანელოების შექმნა.

7. ძირითადი მოთხოვნები
7.1. ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ, ან იურიდიულ პირებს.
7.1.1. იურიდიულ ან ფიზიკურ პირს უნდა გააჩნდეს:
– ვებ–პლატფორმის ადმინისტრირების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მინუმუმ 1 პლატფორმა;
– სატრენინგო მოდულის და ინსტრუქციის დოკუმენტის შექმნის გამოცდილება;
– ვებ–პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
– უმაღლესი განათლება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
– ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი (ფიზიკური პირის შემთხვევაში).
7.2. დაინტერესებულმა პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
7.2.1. იურიდიული პირის შემთხევაში:
– სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული/ფაქტიური მისამართი;
– პორტფოლიო, ინფორმაცია მსგავსი ტიპის პლატფორმების მართვის გამოცდილების შესახებ.
– პრეტენდენტის ხედვა მოხალისეობის ვებ-პლატფორმის ფუნქციონალის შესახებ;
– შესასრულებელი სამუშაოს ფასი.
7.2.2. ფიზიკური პირის შემთხევაში:
– რეზიუმე;
– პორტფოლიო, ინფორმაცია მსგავსი ტიპის პლატფორმების მართვის გამოცდილების შესახებ;
– პრეტენდენტის ხედვა მოხალისეობისა და ელექტრონული სწავლების ვებ-პლატფორმის ფუნქციონალის შესახებ;
– შესასრულებელი სამუშაოს ფასი.

8. ტექნიკური დავალების ხანგრძლივობა
– 2022 წლის ოქტომბერი-2024 წლის დეკემბერი;

9. შერჩევის პროცედურა
პრეტენდენტ(ებ)ის შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ მონაწილეებს.

შერჩევის კრიტერიუმები:
1. ვებ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება – 20 ქულა;
2. მსგავსი ტიპის პლატფორმების (მინუმუმ 1 პლატფორმა) მართვის გამოცდილება – 20 ქულა;
3. ვებ-პლატფორმის პოპულიზაციის მიზნით ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება – 20 ქულა;
4. ტრენინგ-მოდულის და ინსტრუქციების დოკუმენტი შექმნის გამოცდილება– 20 ქულა;
5. ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი– 20 ქულა.

 

განაცხადი მიიღება ელექტრონულად 2022 წლის 13 სექტემბრიდან 20 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით მისამართზე: admin@edec.ge სათაურში მიუთითეთ „ვებ-პლატფორმის ადმინისტრატორი“.

10. დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
10.1. სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი განმარტებისათვის დაუგვიკავშირდით:

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64. ტელ: 0431 251330
საკონტაქტო პირი: ილია ნაცვალაძე
ტელეფონი: 577780406
ელ-ფოსტა: ilia_natsvaladze@edec.ge

1. შესავალი არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების
1. შესავალი არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების
ჰამბურგში ქართველი პარტნიორების სასწავლო ვიზიტი დასრულდა. პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი 4)“ ფარგლებში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ,
Skip to content