ტენდერი – საპროექტო კომპანიის შესარჩევად

  1. შესავალი

არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა.

2008 წლიდან EDEC-ის ერთ–ერთ პროგრამულ მიმართულებას ბავშვთა დაცვა წარმოადგენს. მიმდინარე ეტაპზე, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ოთხი დღის ცენტრის ადმინისტრირება, რომლებიც 65 შშმ ბავშვსა და 15 ზრდასრულ პირს ემსახურება და ხელს უწყობს მათი ინდივიდუალური, ფუნქციური, აკადემიური და სოციალური უნარების განვითარებასა და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას.

პირველი დღის ცენტრი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობდა და ხელს უწყობდა მათი ოჯახების გაძლიერებას, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა ქუთაისში, 2008 წელს დააფუძნა. 2009 წელს დღის ცენტრები თერჯოლასა და სამტრედიაში გაიხსნა, ხოლო 2017 წელს სერვისის მიწოდების არეალი გაფართოვდა და ბავშვთა და ზრდასრულთა დღის ცენტრი აღმოსავლეთ საქართველოში – სოფ. საგურამოში შეიქმნა. ორგანიზაცია მუდმივად ზრუნავს არსებული სერვისების განვითარებაზე, რაც თავის მხრივ, ასევე გულისხმობს საჭიროებებზე დაფუძნებული ახალი სერვისების შექმნას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. ამჯერად განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის სამიზნეს ბაღდათის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს. ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სარეაბილიტაციო და დღის ცენტრის ტიპის სერვისების დანერგვის მიზნით, გეგმავს სოციალური ინკლუზიის ცენტრის რეაბილიტაციას.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოციალური ინკლუზიის ცენტრი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლიდან ზემოთ სხვადასხვა ტიპის შეზღუდვის მქონე 30 პირს მოემსახურება. მომსახურების ფარგლებში ისინი პროფესიონალი პედაგოგების და ფსიქოლოგის დახმარებით ჩართული იქნებიან განვითარების ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებში, რომელთა მიზანი იქნება ბენეფიციართა ფუნქციური, აკადემიური, პროფესიული და საკომუნიკაციო უნარების განვითარება.

მომსახურება განხორციელდება ყოველდღიურად (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) ორჯერადი კვებით. ბენეფიციარებისთვის შეთავაზებული იქნება მათი აკადემიური და ფუნქციური საჭიროებების გამოვლენის შედეგად, საჭიროებებზე დაფუძნებული პროგრამები: ინდივიდუალური აბილიტაციის და/ან რეაბილიტაციის პროგრამის შედგენა–განხორციელება, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვა, საჭიროების შემთხვევაში–ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება, ბენეფიციართა საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება,  ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ორგანიზება.

სოციალური ინკლუზიის ცენტრის მთავარი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების  ინდივიდუალური განვითარება და საზოგადოებაში ინტეგრაცია.

სოციალური ინკლუზიის ცენტრის შენობის სარეკონსტრუქციო–სარეაბილიტაციო  სამუშაოების განხორცილებისათვის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს ესაჭიროება საპროექტო კომპანია (არქიტექორი), რომელიც უზრუნველყოფს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, უნივერსალური დიზაინის შესაბამისი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული შენობის სარეკონსტრუქციო–სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისთვის, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება/ექსპერტიზას.

  1. ტექნიკური დავალების მიზანი

ტექნიკური დავალების მიზანია, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხარისხიანი მომსახურებისათვის, უნივერსალური დიზაინის პრინციპების დაცვით, სოციალური ინკლუზიის ცენტრის სარეკონსტრუქციო–სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისთვის, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

  1. კონკრეტული დავალება
    • კონკრეტული დავალება მოიცავს ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფელ ნერგეეთში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით 10.31.315) არსებული შენობა ნაგებობის არქიტექტურული პროექტის მომზადებას, რომელიც მოიცავს და არ შემოიფარგლება შემდეგი საქმიანობით:
  • საპროექტო ტერიტორიის ტოპოგრაფიული კვლევა;
  • შენობის არქიტექტურა ( გენგეგმა, ჭრილები, ფასადები, ვიზუალიზაცია და ფოტომონტაჟი, კონსტრუქციული პროექტი);
  • შიდა კომუნიკაციების წყალმომარაგების, კანალიზაციისა და სადრენაჟო სისტემების, სახანძრო უსაფრთხოების, ელექტრომომარაგების და სუსტი დენების, გათბობა-გაგრილების სისტემების პროექტირება, ვენტილაციის პროექტი;
  • შენობის კონსტრუქციულ პროექტი;
  • შენობის კონსტრუქციული პროექტის ექსპერტიზა;
  • ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური კვლევა;
  • ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური კვლევის ექსპერტიზა;
  • საინჟინრო კომუნიკაციების პროექტი;
  • ტეროტორიის გენგეგმას და კეთილმოწყობის სქემა;
  • „საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის საქართველოს მთავრობის დადგენილება №732-ის მიხედვით „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“-ის წესებთან შესაბამისობის საექსპერტო დასკვნა;
  • „საქართველოს მთავრობის  2016  წლის 28 იანვრის დადგენილება№41-ის მიხედვით „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებთან შესაბამისობის საექსპერტო დასკვნა;
  • საპროექტრო დოკუმენტაციის შეთანხმება ნებართვის გამცემ ორგანოსთან და სარემონტო-სარეაბილიტაციო ნებართვის აღება.
  • პროექტის წინასწარი, საორიენტაციო რესურსული ხარჯთაღრიცხვის შედგენა (შესაბამის ექსელის ცხრილში), ექსპერტიზა;

შენიშვნა: შენობის სარეკონსტრუქციო სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის დაკვეთით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ #5003910721 (16.06.2021წ) დასკვნის გათვალისწინებით.

შენობის სარეკონსტრუქციო სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ექსპერტიზა უნდა განხორციელდეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სამმართველო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს/სხვა აკრედიტებული ექსპერტის მიერ.

  1. მეთოდოლოგია
    • არქიტექტურული, კონსტრუქციული და სხვა საპროექტო დოკუმენტაციის დაგეგმვის პროცესში კონსულტაცია, ვორქშოპი, ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ საკონტაქტო პირთან და პროექტის გუნდთან;
    • პროექტის მიმდინარეობის პროცესში საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი ცვლილებების განხორციელება ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ საკონტაქტო პირთან და პროექტის გუნდთან შეთანხმებით;
    • დასრულებული საპროექტო დოკუმენტაციის, წარდგენა-განხილვა.

                                                                                                                      

  1. პროდუქტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფელ ნერგეეთში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით 30.10.31.315) არსებული შენობა ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისთვის მომზადებული საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია,  ექსპერტიზა.

 

  1. ტექნიკური დავალების ხანგრძლივობა (1 სექტემბერი – 10 ოქტომბერი 2022)

სარეკონსტრუქციო–სარეაბილიტაციო პროექტირება და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია – 1 სექტემბერი – 23 სექტემბერი

სარეკონსტრუქციო–სარეაბილიტაციო პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზა 24 სექტემბერი– 10 ოქტომბერი

 

  1. მოთხოვნა კანდიდატის გამოცდილების შესახებ
    • სფეროში მინიმუმ ათ წლიანი გამოცდილება;
    • მინიმუმ ერთი განხორციელებული მსგავსი მასშტაბის შენობა–ნაგებობის პროექტირება;
    • შესრულებული პროექტების ჩამონათვალი ბოლო სამი წლის განმავლობაში; სარეკომენდაციო წერილი – მითითებული უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, შესყიდვის ობიექტის დასახელება, შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია სრულად და ჯეროვნად და ასევე ინფორმაცია იქნა, თუ, არა მიმწოდებლის მიმართ გამოყენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები (იმ შემთხვევაში თუ გამოყენებულია საჯარიმო სანქციები აღნიშნული გამოიწვევს კანდიდატის დისკვალიფიკაციას).

 

  1. ანგარიშსწორების განხორციელების ვადები

ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

 

  1. შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები

შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ  შერჩეულ კანდიდატს.

 

შერჩევის კრიტერიუმები:

  1. მსგავსი ტიპის პროექტირების განხორციელების გამოცდილება – 30 ქულა;
  2. პირობების დაკმაყოფილება (მუხლი 7 – ის შესაბამისად) – 30 ქულა;
  3. მომსახურების ღირებულება – 40 ქულა.

დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ტექნიკური დავალების 7. მუხლის შესაბამისი ინფორმაცია და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ინვოისის სახით (დღგ–ს ჩათვლით). ელ–ფოსტაზე admin@edec.ge, სათაურში მიუთითეთტენდერ საპროექტო კომპანია (არქიტექორი) – ბაღდათი“.

 

განაცხადი მიიღება 2022 წლის 16 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით 18:00 საათამდე ან მისამართზე:

ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. #64;

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

 

  1. დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით:

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64; ტელ: 0431 251330

საკონტაქტო პირი: ავთანდილ მაჩიტაძე

ტელეფონი: 577613693

ელ-ფოსტა: avtandil_machitadze@edec.ge

 

1. შესავალი არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების
1. შესავალი არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების
ჰამბურგში ქართველი პარტნიორების სასწავლო ვიზიტი დასრულდა. პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი 4)“ ფარგლებში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ,
Skip to content