ტენდერი – სასტუმროს მომსახურება

ტენდერი გამოცხადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროექტის ამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვისფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ.

  1. წინადადების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები:

 

შემსყიდველი ორგანიზაცია-განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

 

წინადადების მიღების დაწყების თარიღი:               05.02.2024

წინადადების მიღების დასრულების თარიღი:       26.02.2024

წინადადების განხილვის ბოლო ვადა:                    5.03.2024

ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა:             15.03.2024

მომსახურების დაწყების თარიღი:                             1.06.2024

მომსახურების დასრულების ბოლო ვადა:               5.06.2024

  1. წინამდებარე ტექნიკური დავალების მიზანია სასტუმროს შერჩევა, მოხალისეობის ბანაკის ორგანიზების, მონაწილეთა ღამისთევის და კვების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

ბანაკი ჩატარდება მოხალისეობის პოპულარიზაციის და განვითარების თემაზე პროექტის ამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვისფარგლებში კონკურსით შერჩეული  ბანაკის მონაწილეებისათვის (16–29 წლის ახალგაზრდები).

 

  1. ტექნიკური დავალება:
  • 1 ივნისიდან – 5 ივნისის ჩათვლით, ბანაკის 50 მონაწილის განთავსებით (ერთადგილიანი, ორ ადგილიანი სამადგილიანი ნომრები), ღამისთევით (4 ღამე) და კვებით (სამჯერადი კვება, ყავის შესვენება) უზრუნველყოფა.
  • 1 ივნისიდან – 5 ივნისის ჩათვლით (5 დღე), ბანაკის ორგანიზებისათვის 2 საკონფერენციო დარბაზის (ერთი 55 ადამიანზე და მეორე 25 ადამიანზე) გამოყოფა. სატრენინგო სივრცეებში განთავსებული უნდა იყოს: მაგიდები, საკამები, წყალი, ბლოკნოტი, საწერი კალამი, ფლიფჩარტის ქაღალდი, მარკერი, თეთრი დაფა, პროექტორი, პროექტორის ეკრანი, ლეპტოპი, მიკროფონი, ხმის გამაძლიერებელი, WI-FI. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობისათვის შესაბამისი სივრცე.
  • 1 ივნისიდან – 5 ივნისის ჩათვლით მონაწილეები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ:
  1. ივნისი – დაბინავება, სადილი, ვახშამი
  2. ივნისი – საუზმე, სადილი, ვახშამი
  3. ივნისი – საუზმე, სადილი, ვახშამი
  4. ივნისი- საუზმე, სადილი, ვახშამი
  5. ივნისი- საუზმე, სადილი
  • მომსახურების მიწოდების ყველა ეტაპზე, დაცული უნდა იყოს ჰიგიენის მაღალი სტანდარტი.

ძირითადი მოთხოვნები:

  • მომსახურების უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების პრევენციისათვის ყველა წესის ზედმიწევნით დაცვით;
  • მომსახურების გაწევის სავარაუდო ადგილი: სასტუმრო შეიძლება მდებარეობდეს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ქ. თბილისის გარდა;
  • სასტუმროს უნდა შეეძლოს მაღალი ხარისხის მომსახურება;
  • სასტუმროს უნდა ქონდეს მაღალი დონის კონდიცირებული საკონფერენციო დარბაზები და სასტუმროს ნომრები (ინდივიდუალური სველი წერტილი თითოეულ ნომერს, ცივი და ცხელი წყალი, გათბობა კონდიცირების სისტემა);
  • სასტუმროში უნდა იყოს არანაკლებ 2 საკონფერენციო დარბაზი – ერთი 55 ადამიანზე და მეორე 25 ადამიანზე. დაუშვებელია სხვა დამხმარე ფართის საკონფერენციო დარბაზად გამოყენება;
  • სასტუმროში მონაწილეების დაბინავების, კვების და ტრენინგების ორგანიზების მომსახურება გაწეულ უნდა იქნეს ერთი სასტუმროს მიერ, ერთ შენობაში;
  • საკონფერენციო დარბაზები უნდა იყოს იზოლირებული და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. საკონფერენციო დარბაზებს უნდა ჰქონდეს დღის ბუნებრივი განათება (უფანჯრო ოთახები არ განიხილება) და უნდა ნიავდებოდეს;
  • საკონფერენციო დარბაზი არ უნდა იყოს განთავსებული სარდაფის ან ნახევრად სარდაფის ტიპის ფართში;
  • სასტუმროს მთელ ტერიტორიაზე უნდა იყოს უფასო ინტერნეტი (“WI-FI”);
  • სასტუმროში უნდა ფუნქციონირებდეს ლიფტი (სამი და მეტი სართულის არსებობის შემთხვევაში);
  • სასტუმროს უნდა ქონდეს დაცული სივრცე და ეზო, სპორტულ/გასართობი სივრცე – მოედანი (ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის და სხვა); დარბაზი, კინოთეატრი და ა.შ.
  • ტრენინგების მსვლელობისას მონაწილეები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ დღის განმავლობაში საუზმით, სადილით, ვახშმით. საუზმე, სადილი და ვახშამი უნდა იყოს მრავალფეროვანი და მოიცავდეს ძირითადად ცივ და ცხელ კერძებს, სალათებს, დესერტს და უალკოჰოლო სასმელებს;
  • სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს ტრენინგებში მონაწილე, ერთდროულად 50 სტუმრის ნომრებში (ერთადგილიანი (7), ორ და სამადგილიანი (50) ნომრები) განთავსება და მომსახურება;
  • შესყიდვის ობიექტის ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით. გასაწევი მომსახურეობის დაზუსტებული რაოდენობა და დრო მიმწოდებელს ეცნობება მომსახურეობის გაწევამდე 10 კალენდარული დღით ადრე. იმ შემთხვევაში თუ შემსყიდველის მიერ დაგეგმილი ბანაკის ჩატარების თარიღები შეიცვლება, აღნიშნულის შესახებ მიმწოდებელს შემსყიდველი შეატყობინებს დაგეგმილი ბანაკის სავარაუდო განხორციელების თარიღამდე 5 დღით ადრე და შეათანხმებს ახალ თარიღს თუ ამის შესაძლებლობა არსებობს;
  • დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე 5 დღით ადრე შემსყიდველი სასტუმროს გადასცემს დღის წესრიგს და მონაწილეთა სიას, ტექნიკური და საორაგნიზაციო საკითხების მოწესრიგების მიზნით.

 

მომსახურების გაწევის პერიოდი

2024 წლის 1-5 ივნისი.

 

ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში (ლარი), ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე.

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული ფასი უნდა შეიცავდეს დღგ–ს.

 

ინფორმაცია ტენდერის მონაწილისთვის:

  • შეთავაზება წარმოდგენილ უნდა იყოს ელექტრონულად, ქართულ ენაზე.
  • შეთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
  • პრეტენდენტის სახელწოდება;
  • პრეტენდენტის იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი;
  • ს/კ;
  • პასუხისმგებელი (საკონტაქტო) პირის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი;
  • ინფორმაცია (პრეზენტაცია, ფოტო მასალა) სერვისის შესახებ;
  • მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა (შემოთავაზება წარმოდგენილ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარი). საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებული ყველა გადასახდელის გათვალისწინებით. შემოთავაზებული ფასი  უნდა მოიცავდეს დღგ-ს).
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (უახლოესი თარიღით განახლებული).

 

პრეტენდენტის შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი. შემსყიდველი ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ იმ პრეტენდენტს, რომელიც დააკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნებს.

 

განაცხადი მიიღება ელექტრონულად 2024 წლის 5 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით 18:00 საათამდე მისამართზე:  admin@edec.ge სათაურში მიუთითეთ „სასტუმროს მომსახურება“

 

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი განმარტების მიღება შესაძლებელია მისამართზე: ქუთაისი, პ. ინგოროყვას 64

საკოტანქტო პირი: მანანა სოკოლოვსკაია

ტელეფონი: 0431 251330; 598 626 297.

ელ-ფოსტა: admin@edec.ge

 

2024 წლის 14 თებერვალს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ფონდ „აფხაზინტერკონტთან“ (AIC) პარტნიორობით, პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა
2024 წლის 12 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ფონდ „აფხაზინტერკონტთან“ (AIC) პარტნიორობით, პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა
„მონაწილეობა და აქტიური მოქალაქეობა გულისხმობს უფლებების, საშუალებებისა და შესაძლებლობათა ქონას, ასევე საჭიროებათა შემთხვევაში მხარდაჭერას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სათანადო ჩართულობით. ახალგაზრდების მონაწილეობა აღიარებული უფლებაა საერთაშორისო
Skip to content