ტენდერი – სასტუმროს მომსახურება

ტენდერი გამოცხადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროექტის „უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება, სოციალური სტუდენტური კომპანიების ინოვაციური მოდელის საშუალებით“ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

 

  1. წინადადების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები:

 

 შემსყიდველი ორგანიზაცია-განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

წინადადების მიღების დაწყების თარიღი:               18.06.2024

წინადადების მიღების დასრულების თარიღი:       26.06.2024

წინადადების განხილვის ბოლო ვადა:                      28.06.2024

ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა:            01.07.2024

მომსახურების დაწყების თარიღი:                              04.07.2024

მომსახურების დასრულების ბოლო ვადა:               07.07.2024

 

  1. წინამდებარე ტექნიკური დავალების მიზანია სასტუმროს შერჩევა, ტრენერთა ტრენინგის ორგანიზების, მონაწილეთა ღამისთევის და კვების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

ტრენინგი ჩატარდება მასწავლებლებისთვის და სტუდენტებისთვის, თემაზე სოციელური მეწარმეობა.

 

  1. ტექნიკური დავალება:

 

  • 4 ივლისიდან – 7 ივლისის ჩათვლით, 25 მონაწილის განთავსებით (ერთადგილიანი, ნომრებში), ღამისთევით (3 ღამე) და კვებით (სამჯერადი კვება, ყავის შესვენება) უზრუნველყოფა.
  • 4 ივლისიდან – 7 ივლისის ჩათვლით ტრენინგის 1 საკონფერენციო დარბაზის გამოყოფა. სატრენინგო სივრცეში განთავსებული უნდა იყოს: მაგიდები, საკამები, წყალი, ბლოკნოტი, საწერი კალამი, ფლიფჩარტის ქაღალდი, მარკერი, თეთრი დაფა, პროექტორი, პროექტორის ეკრანი, ლეპტოპი, მიკროფონი, ხმის გამაძლიერებელი, WI-FI. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობისათვის შესაბამისი სივრცე.
  • 4 ივლისიდან -7 ივლისის ჩათვლით მონაწილეები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ:

 

4    ივლისი – დაბინავება, ვახშამი

  • ივლისი – საუზმე, სადილი, ვახშამი, 2 ყავის შესვენება
  • ივლისი – საუზმე, სადილი, ვახშამი, 2 ყავის შესვენება
  • ივნისი- საუზმე, სადილი, 1 ყავის შესვენება

 

  • მომსახურების მიწოდების ყველა ეტაპზე, დაცული უნდა იყოს ჰიგიენის მაღალი სტანდარტი.

 

ძირითადი მოთხოვნები:

 

  • მომსახურების უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების პრევენციისათვის ყველა წესის ზედმიწევნით დაცვით;
  • მომსახურების გაწევის სავარაუდო ადგილი: სასტუმრო შეიძლება მდებარეობდეს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ქ. თბილისის გარდა;
  • სასტუმროს უნდა შეეძლოს მაღალი ხარისხის მომსახურება;
  • სასტუმროს უნდა ქონდეს მაღალი დონის კონდიცირებული საკონფერენციო დარბაზები და სასტუმროს ნომრები (ინდივიდუალური სველი წერტილი თითოეულ ნომერს, ცივი და ცხელი წყალი, გათბობა კონდიცირების სისტემა);
  • სასტუმროში მონაწილეების დაბინავების, კვების და ტრენინგების ორგანიზების მომსახურება გაწეულ უნდა იქნეს ერთი სასტუმროს მიერ, ერთ შენობაში;
  • საკონფერენციო დარბაზებს უნდა ჰქონდეს დღის ბუნებრივი განათება (უფანჯრო ოთახები არ განიხილება) და უნდა ნიავდებოდეს;
  • საკონფერენციო დარბაზი არ უნდა იყოს განთავსებული სარდაფის ან ნახევრად სარდაფის ტიპის ფართში;
  • სასტუმროს მთელ ტერიტორიაზე უნდა იყოს უფასო ინტერნეტი (“WI-FI”);
  • ტრენინგების მსვლელობისას მონაწილეები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ დღის განმავლობაში საუზმით, სადილით, ვახშმით. საუზმე, სადილი და ვახშამი უნდა იყოს მრავალფეროვანი და მოიცავდეს ძირითადად ცივ და ცხელ კერძებს, სალათებს, დესერტს და უალკოჰოლო სასმელებს;
  • სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს ტრენინგებში მონაწილე, ერთდროულად 25 სტუმრის ნომრებში (ერთადგილიანი ნომრები) განთავსება და მომსახურება;
  • დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე 2 დღით ადრე შემსყიდველი სასტუმროს გადასცემს დღის წესრიგს და მონაწილეთა სიას, ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგების მიზნით.

 

მომსახურების გაწევის პერიოდი

2024 წლის 4–7 ივლისი.

 

ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში (ლარი), ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე.

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული ფასი არ უნდა შეიცავდეს დღგ–ს.

 

ინფორმაცია ტენდერის მონაწილისთვის:

  • შეთავაზება წარმოდგენილ უნდა იყოს ელექტრონულად, ქართულ ენაზე.
  • შეთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
  • პრეტენდენტის სახელწოდება;
  • პრეტენდენტის იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი;
  • ს/კ;
  • პასუხისმგებელი (საკონტაქტო) პირის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი;
  • ინფორმაცია (პრეზენტაცია, ფოტო მასალა) სერვისის შესახებ;
  • მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა (შემოთავაზება წარმოდგენილ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარი). საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებული ყველა გადასახდელის გათვალისწინებით. შემოთავაზებული ფასი არ უნდა მოიცავდეს დღგ-ს).
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (უახლოესი თარიღით განახლებული).

 

პრეტენდენტის შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი. შემსყიდველი ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ იმ პრეტენდენტს, რომელიც დააკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნებს.

განაცხადი მიიღება ელექტრონულად 2024 წლის 18 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით 18:00 საათამდე მისამართზე:  [email protected] სათაურში მიუთითეთ „სასტუმროს მომსახურება“

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი განმარტების მიღება შესაძლებელია მისამართზე: ქუთაისი, ი. გრიშაშვილის მე 4 შეს. #8

საკოტანქტო პირი: მანანა სოკოლოვსკაია

ტელეფონი: 0431 251330; 598 626 297.

ელ-ფოსტა: [email protected]

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content