ტენდერი – სასტუმროს მომსახურება

1. შესავალი/Introduction

არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა.
2021 წლიდან ორგანიზაცია ახორციელებს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:
1. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია.
2. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება.
3. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
“სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.

პროექტის ერთ–ერთი აქტივობაა ათ სამიზნე მუნიციპალიტეტში (ლანჩხუთი, ამბროლაური, ბათუმი, ბაღდათი, ზუგდიდი, გორი, დუშეთი, ახალციხე, ბოლნისი, თელავი) ახალგაზრდული საბჭოს შექმნა/გაძლიერება, რომელთა მიზანია ახალგაზრდების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათი ჩართულობის ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები (5.2.2 Training for youth councils and hubs) სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებული ახალგაზრდული საბჭოების წევრების კომპეტენციების ამაღლების მიზნით, რათა მათ ეფექტიანად შეასრულონ თავიანთი ფუნქციები და ამით ხელი შეუწყონ საბჭოს საქმიანობის წარმატებით განხორციელებას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ტრენინგების ორგანიზებისათვის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს ესაჭიროება სასტუმროს მომსახურება.

2. წინადადების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები:

შემსყიდველი ორგანიზაცია-განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
წინადადების მიღების დაწყების თარიღი: 14.07.2022
წინადადების მიღების დასრულების თარიღი: 19.07.2022
წინადადების განხილვის ბოლო ვადა: 20.07.2022
ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა: 25.07.2022
მომსახურების დასრულების ბოლო ვადა: 5.08.2022

3. ტექნიკური დავალების მიზანი

წინამდებარე ტექნიკური დავალების მიზანია სასტუმროს შერჩევა, ტრენინგის ორგანიზების, მონაწილეთა ღამისთევის და კვების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.
– ტრენინგები ჩატარდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ათ სამიზნე მუნიციპალიტეტში (ლანჩხუთი, ამბროლაური, ბათუმი, ბაღდათი, ზუგდიდი, გორი, დუშეთი, ახალციხე, ბოლნისი, თელავი) შექმნილი ახალგაზრდული საბჭოების წევრებისა და რეგიონული ჰაბების წარმომადგენელთათვის.

– I ეტაპი: 27-29 ივლისი, 2022 წელი;
– II ეტაპი: 30-31 ივლისი – 1 აგვისტო, 2022 წელი;
– III ეტაპი: 2-4 აგვისტო, 2022 წელი;

4. კონკრეტული დავალება:

– 27 ივლისიდან-4 ივლისის ჩათვლით (9 დღე), ტრენინგის ორგანიზებისათვის 1 საკონფერენციო დარბაზის (33 პირის განთავსება) გამოყოფა. სატრენინგო სივრცეებში განთავსებული უნდა იყოს: მაგიდები, სკამები, წყალი, თეთრი დაფა, პროექტორი, პროექტორის ეკრანი, ლეპტოპი, WI-FI. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობისათვის შესაბამისი სივრცე.
– 26 ივლისიდან-5 აგვისტოს ჩათვლით, ტრენინგის მონაწილეთა განთავსება ორადგილიან და ერთ ადგილიან ნომრებში, ღამისთევით და კვებით (სამჯერადი კვება, ყავის შესვენება) უზრუნველყოფა. მონაწილეები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ:

  • 26 ივლისი – დაბინავება (8–2 ადგილიანი ნომრი; 3 – ერთ ადგილიანი ნომერი), ვახშამი 18 პერსონაზე
  • 27 ივლისი – დაბინავება (15–2 ადგილიანი ნომრი; 3 – ერთ ადგილიანი ნომერი), საუზმე, სადილი, ვახშამი, 1 ყავის შესვენება 33 პერსონაზე;
  • 28 ივლისი – დაბინავება (15–2 ადგილიანი ნომრი; 3 – ერთ ადგილიანი ნომერი), საუზმე, სადილი, ვახშამი, 1 ყავის შესვენება 33 პერსონაზე;
  • 29 ივლისი – დაბინავება (12–2 ადგილიანი ნომრი; 3 – ერთ ადგილიანი ნომერი), საუზმე, სადილი,1 ყავის შესვენება 33 პერსონაზე; ვახშამი – 37 პერსონაზე;
  • 30 ივლისი – დაბინავება (15–2 ადგილიანი ნომრი; 3 – ერთ ადგილიანი ნომერი), საუზმე, სადილი, ვახშამი, 1 ყავის შესვენება 33 პერსონაზე;
  • 31 ივლისი – დაბინავება (15–2 ადგილიანი ნომრი; 3 – ერთ ადგილიანი ნომერი), საუზმე, სადილი, ვახშამი, 1 ყავის შესვენება 33 პერსონაზე;
  • 1 აგვისტო- – დაბინავება (12–2 ადგილიანი ნომრი; 3 – ერთ ადგილიანი ნომერი), საუზმე, სადილი, 1 ყავის შესვენება 33 პერსონაზე; ვახშამი – 37 პერსონაზე;
  • 2 აგვისტო- დაბინავება (15–2 ადგილიანი ნომრი; 3 – ერთ ადგილიანი ნომერი), საუზმე, სადილი, ვახშამი, 1 ყავის შესვენება 33 პერსონაზე;
  • 3 აგვისტო- დაბინავება (15–2 ადგილიანი ნომრი; 3 – ერთ ადგილიანი ნომერი), საუზმე, სადილი, ვახშამი, 1 ყავის შესვენება 33 პერსონაზე;
  • 4 აგვისტო- დაბინავება (4–2 ადგილიანი ნომრი; 3 – ერთ ადგილიანი ნომერი), საუზმე, სადილი, ვახშამი, 1 ყავის შესვენება 33 პერსონაზე;
  • 5 აგვისტო- საუზმე 11 პერსონაზე, გამგზავრება.

5. ძირითადი მოთხოვნები:

  • მომსახურების გაწევის სავარაუდო ადგილი: სასტუმრო უნდა მდებარეობდეს იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.
  • სასტუმროს უნდა შეეძლოს მაღალი ხარისხის მომსახურება.
  • სასტუმროს უნდა ქონდეს მაღალი დონის კონდიცირებული საკონფერენციო დარბაზი და სასტუმროს ნომრები (ინდივიდუალური სველი წერტილი თითოეულ ნომერს, ცივი და ცხელი წყალი, გათბობა კონდიცირების სისტემა);
  • სასტუმროში უნდა იყოს 1 საკონფერენციო დარბაზი 30–33 მსმენელზე. დაუშვებელია სხვა დამხმარე ფართის საკონფერენციო დარბაზად გამოყენება;
  • სასტუმროში მონაწილეების დაბინავების, კვების და ტრენინგების ორგანიზების მომსახურება გაწეულ უნდა იქნას ერთი სასტუმროს მიერ, ერთ შენობაში;
  • საკონფერენციო დარბაზი უნდა იყოს იზოლირებული და დამოუკიდებელი. საკონფერენციო დარბაზს უნდა ჰქონდეს დღის ბუნებრივი განათება (უფანჯრო ოთახები არ განიხილება) და უნდა ნიავდებოდეს.
  • საკონფერენციო დარბაზი არ უნდა იყოს განთავსებული სარდაფის ან ნახევრად სარდაფის ტიპის ფართში;
  • სასტუმროს მთელ ტერიტორიაზე უნდა იყოს უფასო ინტერნეტი (“WI-FI”);
  • სასტუმროში უნდა ფუნქციონირებდეს ლიფტი;
  • ტრენინგების მსვლელობისას მონაწილეები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ დღის განმავლობაში საუზმით, სადილით, ვახშამით და ყავის შესვენებით (ერთხელ). საუზმე, სადილი და ვახშამი უნდა იყოს მრავალფეროვანი უნდა მოიცავდეს ძირითად ცივ და ცხელ კერძებს, სალათებს, დესერტს და უალკოჰოლო სასმელებს;
  • სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს ტრენინგებში მონაწილე, ერთდროულად 33 სტუმრის ინდივიდუალურ ნომრებში განთავსება და მომსახურება.
  • შესყიდვის ობიექტის ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით. გასაწევი მომსახურეობის დაზუსტებული რაოდენობა და დრო მიმწოდებელს ეცნობება მომსახურეობის გაწევამდე 7 კალენდარული დღით ადრე. იმ შემთხვევაში თუ შემსყიდველის მიერ დაგეგმილი ტრენინგების ჩატარების თარიღები შეიცვლება, აღნიშნულის შესახებ მიმწოდებელს შემსყიდველი შეატყობინებს დაგეგმილი ტრენინგების სავარაუდო განხორციელების თარიღამდე 5 დღით ადრე და შეათანხმებს ახალ თარიღს თუ ამის შესაძლებლობა არსებობს;
  • დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე 5 დღით ადრე შემსყიდველი სასტუმროს გადასცემს დღის წესრიგს და მონაწილეთა სიას, ტექნიკური და საორაგნიზაციო საკითხების მოწესრიგების მიზნით.

6. მომსახურების გაწევის პერიოდი

2022 წლის 26 ივლისი-5 აგვისტო.

7. ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში (ლარი), ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე.

8. ინფორმაცია ტენდერის მონაწილისთვის:

  • შეთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად, ქართულ ენაზე.
  • შეთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

– პრეტენდენტის სახელწოდება;
– პრეტენდენტის იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი;
– ს/კ;
– პასუხისმგებელი (საკონტაქტო) პირის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი;
– ინფორმაცია (პრეზენტაცია, ფოტო მასალა) სერვისის შესახებ;
– მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა (შემოთავაზება წარმოდგენილ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარი). საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებული ყველა გადასახდელის გათვალისწინებით. შემოთავაზებული ფასი არ უნდა მოიცავდეს დღგ-ს).
– ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (უახლოესი თარიღით განახლებული)

  • პრეტენდენტის შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი. შემსყიდველი ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ იმ პრეტენდენტს, რომელიც დააკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნებს.

შერჩევის კრიტერიუმები:

1. ძირითადი მოთხოვნების (მუხლი 7) დაკმაყოფილება – 50 ქულა;
2. მომსახურების ღირებულება – 50 ქულა;

  • განაცხადი მიიღება ელექტრონულად 2022 წლის 14 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით 18:00 საათამდე მისამართზე: admin@edec.ge სათაურში მიუთითეთ „სასტუმროს მომსახურება“
  • სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი განმარტების მიღება შესაძლებელია მისამართზე: ქუთაისი, პ. ინგოროყვას 64
    საკოტანქტო პირი: ანა ტუკვაძე
    ტელეფონი: 0431251330; 551137787
    ელ-ფოსტა: anna_tukvadze@edec.ge
1. შესავალი არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების
1. შესავალი არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების
ჰამბურგში ქართველი პარტნიორების სასწავლო ვიზიტი დასრულდა. პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი 4)“ ფარგლებში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ,
Skip to content