ტრენერთა ტრენინგი საპილოტე პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებისთვის

27 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, საპილოტე პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებისთვის ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს, რომლის მიზანია მეწარმეობის მასწავლებლებისთვის სოციალური მეწარმეობის მოდულის,  სწავლა–სწავლების მეთოდების გაცნობა და მათი მომზადება სტუდენტებთან სოციალური მეწარმეობის 4 თვიანი ტრენინგ-კურსის ჩატარებისათვის.

ტრენინგის მონაწილეებს საშუალება აქვთ გაიგონ მეტი  სოციალური მეწარმეობის არსის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG),  სოციალური მეწარმეობის და მასთან  დაკავშირებული სტერეოტიპების შესახებ, გაეცნონ სოციალური საწარმოს მართვისა და ორგანიზაციული კულტურის თავისებურებებს, შეისწავლონ მეწარმეობასთან დაკავშირებული  სამართლებრივი საკითხები და გაიზიარონ  სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო გამოცდილება.   

ტრენინგში მონაწილეობენ პროექტის ფარგლებში შერჩეული საპილოტე პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები: კოლეჯი „იბერია“, სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული ცენტრი, კოლეჯი „განთიადი“.

ტრენინგი ორგანიზებულია პროექტის  „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში ფარგლებში, რომელსაც   განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, Childfund Deutschland E.V, (გერმანიაპარტნიორობითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content