ტრენინგების ციკლი თემაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნა და ფუნქციონირება” დასრულდა

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნისა და ფუნქციონირების შესახებ ტრენინგების პირველი ციკლი დასრულდა.


ტრენინგების მიზანს ამხანაგობის, როგორც თვითმმართველი სტრუქტურის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ცნობიერების ამაღლება და მართვით პროცესებში მათი ჩართულობის გაძლიერება წარმოადგენდა. ტრენინგებს ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პირველი ციკლის ფარგლებში ტრენინგი 100-მდე პირმა გაიარა.


ტრენინგების ციკლი ორგანიზებული იქნა პროექტის „გზად რეფორმებისკენ საბინაო სექტორში დამწყები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში” (IWO) მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ქუთაისში პროექტს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსთან (LDA Georgia) პარტნიორობით ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახორციელებს.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content