ტყიბულსა და მესტიაში „იდეების კონკურსის” შესახებ საინფორმაციო შეხვედრები მოეწყო

სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის გამოცხადებული იდეების კონკურსის შესახებ ტყიბულსა და მესტიაში საინფორმაციო შეხვედრები მოეწყო.

დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ კონკურსის შინაარს და კითხვა-პასუხის ფორმატის მეშვეობით ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.

იდეების კონკურსის მიზანია წაახალისოს სოციალური მისიის მქონე წარმატებული საწარმოების დაფუძნება და ამ გზით, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის განვითარებას.

საუკეთესო, სოციალური მისიის მქონე, ინოვაციური ბიზნესიდეის ავტორებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ 2 ეტაპიან საგრანტო კონკურსში და წარმატების შემთხვევაში, რეალობად აქციონ საკუთარი იდეა.

იდეების კონკურსი გამოცხადებულია პროექტის – „სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი “სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისთვის” ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის(CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (KEDEC) და არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content