„უპასუხე საქართველოს“ მოგებული თანხით მოხალისეებმა ხობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს განმავითარებელი რესურსები გადასცეს

TV იმედის ინტელექტუალურ შოუში „უპასუხე საქართველოს“ მოგებული თანხით მოხალისეებმა ხობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „ჩვენი სახლი“ განმავითარებელი რესურსები შეუძინეს და გადასცეს.

მოხალისეებმა შეძენილი ნივთები თავად მიიტანეს დღის ცენტრში. პანდემიის გამო პატარები საჩუქრების გადაცემის ცერემონიალს ვერ დაესწრნენ, თუმცა, ნივთების ნაწილს ისინი საახალწლოდ სახლში მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ მოხალისეებმა შოუში პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში 19 სექტემბერს მიიღეს მონაწილეობა. სატელევიზიო შოუში მათი მონაწილეობა მიზნად ისახავდა მოხალისეობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართულობის გაზრდას.

გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
Skip to content