ფარმაცევტის მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების სასწავლო პროგრამის მონაწილეთა შესარჩევად გასაუბრება გაიმართა

ზუგდიდში ფარმაცევტის მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების სასწავლო პროგრამის მონაწილეთა შესარჩევად გასაუბრება გაიმართა.

პროგრამაში ჩარიცხვის მსურველებმა შესარჩევი ეტაპი – გასაუბრება გაიარეს.

გასაუბრების შედეგად შერჩეული 17 ახალგაზრდა ფარმაცევტის გადამზადების 200 საათიანი კურსის თეორიულ ნაწილს საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ზუგდიდის აკადემიის“ ბაზაზე გაივლის. ხოლო პრაქტიკულს – ზუგდიდის მუნიციპალურ აფთიაქებში.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება, რაც მათ კარიერული წინსვლისა და დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის.

პროგრამა პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content