ფოთში მიკრო მცირე და საშუალო საწარმოს წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა

20-21 იანვარს, ქალაქ ფოთში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს წარმომადგენლებისთვის თემაზე: ,,მეწარმის ხედვიდან მცირე სტრატეგიამდე“ ტრენინგი გამართა. ტრენინგის მიზანი იყო მსმენელებისთვის ბიზნესის გრძელვადიანი  დაგეგმვის და ხედვის ჩამოყალიბების უნარების განვითარება; ბიზნესის განვითარების საგზაო რუკის მნიშვნელობის და მოდელების შესახებ საბაზისო ცოდნის მიღება და საგზაო რუკის მომზადების ტექნიკების გაცნობა. ტრენინგს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე უძღვებოდა.

ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის „ფოთში მოქმედი მცირე და საშუალო წარმოების გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც  USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და  APM Terminals Poti-ს მხარდაჭერით ხორციელდება. ფოთში პროექტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content