ფოთში მცხოვრები მიკრო მცირე და საშუალო საწარმოს წარმომადგენლებისთვის ციფრული მარკეტინგის თემაზე ტრენინგი გაიმართა

17– 18 თებერვალს, ქალაქ ფოთში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს წარმომადგენლებისთვის თემაზე: „ციფრული მარკეტინგი“ ტრენინგი გამართა.
ტრენინგზე, მსმენელებს საშუალება ჰქონდათ შეესწავლათ ისეთი თემები, როგორებიც არის სოციალური მედიის როლი  ბიზნესის მართვის პროცესებში, სოც. ქსელების გვერდების გამართვა და მართვა,  მედია კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, ქოფირაითინგისა და ვიზუალიზაციის სპეციფიკების შესწავლა და სხვა.  ტრენინგს მოწვეული ტრენერები თეიმურაზ სახელაშვილი და გიორგი ჩაჩუა უძღვებოდნენ.
ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის „ფოთში მოქმედი მცირე და საშუალო წარმოების გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთი-ს მხარდაჭერით ხორციელდება. ფოთში პროექტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
Skip to content