ფოთში მცხოვრები მცირე მეწარმეებისთვის ზუგდიდში სასწავლო ვიზიტი მოეწყო

28 ივნისს, ზუგდიდში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ფოთში მცხოვრები მცირე საწარმოების წარმომადგენელთათვის სასწავლო ვიზიტი მოეწყო. ვიზიტის ფარგლებში მცირე მეწარმეებს, შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ზუგდიდში მოქმედ საშუალო და მსხვილ მეწარმეებს, ადგილზე ენახათ მათი საწარმოები, გაეზიარებინათ გამოცდილება და მიეღოთ რჩევები, მომავალში კავშირების გაღრმავების და წარმატებული თანამშრომლობის მიზნით. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), მადლობას უხდის მასპინძელ კომპანიებს: საკონდიტროს „ზოის ტორტები“, ქართული კერამიკის სახელოსნოს „ორკოლ სტუდია“, სახელოსნოებს: „მიქე”,  „რა ვაჩუქო” და  „ციცისგან“,  თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.  

სასწავლო ვიზიტი განხორციელდა პროექტის „ფოთში მოქმედი მცირე და საშუალო წარმოების გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთი-ს მხარდაჭერით ხორციელდება. ფოთში პროექტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს. 

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content