13 ივნისს, ქუთაისში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ფოთში მცხოვრები მცირე საწარმოების წარმომადგენელთათვის სასწავლო ვიზიტი მოეწყო. ვიზიტის ფარგლებში მცირე მეწარმეებს, შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ქუთაისში მოქმედ საშუალო და მსხვილ მეწარმეებს, ადგილზე ენახათ მათი საწარმოები, გაეზიარებინათ გამოცდილება და მიეღოთ რჩევები, მომავალში კავშირების გაღრმავების და წარმატებული თანამშრომლობის მიზნით. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი მადლობას უხდის მასპინძელ კომპანიებს: ხის გადამამუშავებელ საწარმოს „მადერა ჯორჯია“, ავეჯის სახლს „დი-თი“, ხელთნაკეთი ნივთების სახელოსნოს My Star“, კაფეს „ლა ფეტ“ და სანაყინეს „მიო ჯელატო“ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. სასწავლო ვიზიტი განხორციელდა პროექტის „ფოთში მოქმედი მცირე და საშუალო წარმოების გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთი-ს მხარდაჭერით ხორციელდება. ფოთში პროექტს

- 6 სექტემბერი, 2023
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს