ფრანგი ექსპერტების ვიზიტი EDEC-ში

28 ოქტომბერს ქუთაისში პროფესიული განათლების ფრანგი ექსპერტთა ჯგუფი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს (EDEC) ეწვია და ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვდა.

ექსპერტთა ჯგუფი, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) მიერ დაფინანსებული პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, თავშესაფრით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა დევნილთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, ჩართულია ხეზე მუშაობის ქართულ–ფრანგული ტრენინგის პროგრამაში (Wood-ING).

ექსპერტთა ვიზიტი მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების ქართველ და ფრანგ ექსპერტებს შორის გამოცდილების, შთაბეჭდილებების და იდეების გაზიარებას, ხის დამუშავების სექტორში პროფესიული განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლებმა ფრანგ სტუმრებს პროფესიული განათლების მიმართულებით ორგანიზაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნეს, განიხილეს აქტივობები, რომელიც დუალური პროფესიული განათლების დანერგვისა და განვითარების კუთხით განხორციელდა და მიაწოდეს ინფორმაცია იმ მეწარმეების შესახებ, რომლებმაც ЕDEC-ის მხარდაჭერით ხის საწარმოები განავითარეს. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია იმ პროფესიული განათლების სექტორში არსებული გამოწვევების  და მათი გადაჭრის გზების შესახებ.

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content