“ქალებმა საქართველოს მომავლისთვის” თერჯოლის დღის ცენტრს პლანშეტები გადასცა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ ადმინისტრირებულ თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში “საპოვნელა” თერჯოლის სამოქალაქო საზოგადოებამ “ქალები საქართველოს მომავლისთვის”, ბენეფიციართა პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენის მიზნით, კვლევა ჩაატარა და დღის ცენტრს პლანშეტები გადასცა.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ ორგანიზაციას “ქალები საქართველოს მომავლისთვის”, რომლის ინიციატივითაც  დღის ცენტრის საჭირო რესურსით აღიჭურვა. აღნიშნული რესურსი დღის ცენტრის პედაგოგებს დაეხმარება ბენეფიციარებთან სასწავლო პროცესის უფრო საინტერესოდ წარმართვაში და მნიშვნელოვნად გაუმარტივებს მათ ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

ღონისძიებები პროექტის ,,გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისათვის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის ,,სოხუმი“ დაფინანსებით, ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით ხორციელდება.

რეგულაციების სრული დაცვით დღის ცენტრების ოპერირების შესაძლებლობა ორგანიზაცია „რენოვაბის“ (გერმანიის კათოლიკეთა სოლიდარობის ინიციატივა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მოგვეცა.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content