ქალთა გაძლიერების ორდღიანი ტრენინგი დაიწყო

31 იანვარს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) ქალთა გაძლიერების ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგის მიზანი ქალთა ჯგუფების გააქტიურება და მათ მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული სერვისების ინიცირების პროცესის წახალისებაა.

ტრენინგის პირველ დღეს მონაწილეებს საჭიროებებსა და უფლებებზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკის შესახებ ექსპერტი ნელი აკობია ესაუბრა. დღესვე განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობების სფეროში სოციალური მომსახურებების საუკეთესო პრაქტიკა და საქართველოს რეალობა;

ექსპერტმა მარინა მჭედლიშვილმა კი შეზღუდული შესაძლებლობის კლასიფიკაციის თანამედროვე მიდგომის შესახებ მიაწოდა მონაწილეებს ინფორმაცია.

ტრენინგში მონაწილე ქალები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან კონკურსის პრინციპით შეირჩა.

ტრენინგები ეწყობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის” ფარგლებში. პროექტს საქართველოს არბაითერ–სამარიტერ–ბუნდი (ASB), მის პარტნიორ ორგანიზაციებთან: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის” თანამშრომლობით ახორციელებს.

გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
Skip to content