ქართული უნივერისტეტების პერსონალისთვის ინკლუზიური განათლების შესახებ ვებინარები გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინაციითა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით, პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში, შვიდი ონლაინ შეხვედრა (ვებინარი) გაიმართა. 

 შეხვედრები მიზნად ისახავდა პროექტის პარტნიორი ქართული უნივერისტეტების აკადემიური და ადმინისტარციული პერსონალის ინფორმირებულობის გაზრდას ინკლუზიური განათლების მიმართულებით. 

 პროექტის პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს, ინკლუზიური საუნივერსიტეტო გარემოს შექმნის ევროპული გამოცდილება გაუზიარეს. ონალინ შეხვედრები ჩატარდა ადმინისტარციის წარმომადგენლებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის. შეხვედრების დროს განხილული იყო უნივერსიტეტში ინკლუზიური და ბარიერებისგან თავისუფალი გარემოს ორგანიზებისა და შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტების სწავლების მეთოდოლოგიის საკითხები. 

 პროექტში ჩართულია: ოთხი ქართული უნივერსიტეტი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ოთხი უცხოური უნივერსიტეტი – Transilvania University of Brașov UTBv; Univerzita Palackeho v Olomouc (PUO); UNIVERSITY OF WARSAW, UW და Philipps-Universität Marburg, UMR; სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის თემატიკაზე მუშაობენ – განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC), მარიანი, მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

 პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ ინკლუზიას სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზით.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content