ქვემო ქართლში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა

ქვემო ქართლში, მარნეულის კულტურის ცენტრში, 5 ივლისს სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა.

ფორუმის მიზანი ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციაა. სტუმრებს დომენიკა სკუბიდა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის ოფიცერი და დავით აფრასიძე, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” მენეჯერი მიესალმნენ. მათ მოქალაქეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვევს ხაზი.

ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 25–მდე ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლებიც გარემოს დაცვის, გენდერის, ბავშვთა უფლებების, სპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის საკითხებზე, ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერაზე მუშაობენ. ღონისძიების მიმდინარეობისას სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ მათ საქმიანობას და დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ.

ფორუმის ფარგლებში რამდენიმე სადისკუსიო პანელი გაიმართა, მოხალისეობის არსზე, კულტურაზე, საქართველოში ამ თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ლაშა ბაქრაძემ, ლიტერატურული მუზეუმის დირექტორმა, ოქტაი ქაზუმოვმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ლიკა კილაძემ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ და ავთანდილ მაჩიტაძემ, ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმის „დროის ბანკის“ ექსპერტმა იმსჯელეს.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საჭიროებები და გამოწვევები კი დავით აფრასიძემ, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” მენეჯერმა, თემურ ჯალიაშვილმა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ლევან ფანიაშვილმა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მთავარმა იურისტმა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს.

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ორგანიზებულია ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი” მიერ, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

1 ოქტომბერს, ქუთაისში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო გამოსვლებისა და დებატების ტექნიკების VI პოლიტიკურმა სკოლამ სტარტი აიღო. 4 თვიანი
თუ ხარ 16-29 წლამდე; ღია ხარ სიახლეებისთვის; მზად ხარ დახმარებისთვის; გაქვს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის სურვილი; დაინტერესებული ხარ კარიერის შექმნით მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა! განათლების
ვაკანსიის დასახელება: ოფის – მენეჯერი მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი სამუშაო ადგილი: ქუთაისი სამუშაო საათები: 09:00 -18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) გამოქვეყნების თარიღი:  2022 წლის 28 სექტემბერი განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 10
Skip to content